როგორ დავაინსტალიროთ wine 5.0 ემულატორი CentOS 8 ლინუქსზე

CentOS 8  არის Red Hat Enterprise-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, რომელიც გამოიყენება როგორც სერვერად ისე დესკტოპ სისტემად. დესკტოპ სისტემად მუშოაბის დროს ალბათ უმეტესობა მივდივართ იმ პრობლემებთან რომელიც გულისხმობს Windows აპლიკაციების ლინუქსზე გაშვებას, უფრო ხშირად კი თამაშებს, რისთვისაც ლინუქსში ფართოდ გამოიყენება პროგრამა ემულატორი Wine. თვითონ CentOS 8-ს როგორც წესი მოყვება wine 4.0 ვერსია.