ონლაინ რედაქტორი/კომპილატორები

როდესაც გვაინტერესებს რაიმე კოდის შედეგი და ამისთვის არ გვინდა დავაინსტალოთ ინტერპრეტატორი ან კომილატორი, არსებობს ონლაინ სერვისები რომლებიც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ პირდაპირ ბრაუზერიდან სხვადასხვა პროგრამირების ენის შესაბამისი რედაქტორითა და კომპილატორით. რა თქმა უნდა ეს არ გულისხმობს სრული პროექტების შექმნას, არამედ უფრო გამოდგება კონკრეტული კოდის გასატესტად. განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის ვინც იწყებს პროგრამირების სწავლას და არ აქვს დაინსტალებული […]

PHP პირველი ნაბიჯები (ნაწილი 4 – კონსტანტები)

წინა ნაწილში განვიხილეთ ცვლადები. ცვლადისაგან განსხვავებით კონსტანტა (მუდმივა) არის იდენტიფიკატორი რომელიც ცვლადის საპირისპიროდ მოქმედებს. თუკი ცვლადს შეიძლება ეცვლებოდეს მნიშნველობა კონსტანტის მნიშვნელობა არ შეიძლება შეიცვალოს. php-ში კონსტანტისთვის მნიშვნელობის მინიჭება ხდება “define()” ფუნქციით ან “const” საკვანძო სიტყვით. მოცემული მაგალითების გასატესტად შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ კომპილატორ/რედაქტორებითაც:

PHPMailer კრიტიკული დაცულობის ხარვეზები

PHPMailer-ში აღმოჩენილია დაცვის ხარვეზი (CVE-2016-10033), რომლის საშუალებითაც ჰაკერს შეუძლია დისტანციურად გაუშვას რაიმე კოდი სერვერზე. შეცდომა გასწორებულია 5.2.18 და მაღალ ვერსიებში. წყარო: http://thehackernews.com/2016/12/phpmailer-security.html

phpPgAdmin და PHP7

PostgreSQL მონაცემთა ბაზებით სარგებლობს მრავალი დეველოპერი, ხოლო PostgreSQL-თან სამუშაოდ  phpPgAdmin-ითაც  სარგებლობს. phpPgAdmin-ის ახალ 5.1 ვერსიაში აღმოვაჩინე რომ ის არ არის თავსებადი PHP7 ვერსიასთან, რის გამოც ვერ აკეთებს მონაცემთა ბაზის ექსპორტს. საიტზეც არაფერი ეწერა ამ პრობლემის შესახებ და ვერსიაც იგივე 5.1 დამხვდა. ან უნდა გადავსულიყავი php5 ვერსიაზე ან უნდა შემეცვალა კოდი ისე რომ ის თავსებადი ყოფილიყო php7 […]

PHP პირველი ნაბიჯები (ნაწილი 3 – ცვლადები)

ცვლადი არის იდენტიფიკატორი (სივრცე კომპიუტერის მეხსიერებაში), რომელიც იდენტიფიცირებულია სიმბოლური სახელით და გააჩნია მნიშვნელობა. პროგრამის მოქმედებების მიხედვით ცვლადის მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს. PHP-ში ცვლადი აღინიშნება ალფავიტური და რიცხვითი სიმბოლოებით შემდგარი დასახელებით რომლის წინაც მოთავსებულია დოლარის ნიშანი. დოლარის ნიშნის შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს ან ალფავიტური სიმბოლო a დან z-მდე ან ქვედა ტირე _. ძირითადად ცვლადების სახელები ლათინური ალფავიტური […]

Linux-მა მოიგო, Microsoft უერთდება “Linux Foundation”-ს

როგორც მოსალოდნელი იყო, თუ გადავხედავთ Microsoft-ის ქმედებებს ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ის გააქტიურდა Opensource პროექტებში მონაწილეობით, ბოლოს კი Microsoft SQL სერვერის ლინუქს პლატფორმისთვის გამოშვებით დამთავრებული ნათელი გახდა, რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო. მარტივად რომ ვთქვათ Linux-მა სხვა არჩევანი არ დაუტოვა Microsoft-ს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთ ჩემს პოსტში,  სწორედ  Openssource-ს და Linux-ის განხრით გააქტიურებაზე ვაკეთებდი აქცენტს, […]

PHP პირველი ნაბიჯები (ნაწილი 2 – php როგორც სერვერი)

პირველ ნაწილში განვიხილეთ php-ს ინსტალაცია. აგრეთვე დავწერეთ და გავუშვით მცირე ზომის კოდი. ძირითადი ყურადღება Windows პლატფორმაზე ინსტალაციას დაეთმო, რადგან Linux სისტემებში ეს ყველაფერი გაცილებით მარტივად მხოლოდ ერთი ბრძანებით სრულდება. Ubuntu-სა და სხვა debian-ის ბაზაზე აწყობილ სისტემებში ამისთვის საჭიროა გავუშვათ ბრძანება: sudo apt-get install php

PHP პირველი ნაბიჯები (ნაწილი 1)

იმისათვის რომ დავწეროთ პროგრამა PHP პროგრამირებით, აუცილებელია დაინსტალებული გვქონდეს PHP-ს გამშვები პროგრამა რომლის გადმოწერაც შეგიძლიათ საიტიდან http://php.net შემდეგ download მენიუზე დააკლიკებთ აირჩევთ თქვენი პლატფორმის შესაბამის ვერსიას მაგალითად windows-ისთვის გადმოწერეთ http://windows.php.net/download/ ბმულიდან. დაინსტალებისთვის საკმარისია არქივი ამოაარქივოდ winrar ან მსგავსი პროგრამით დისკზე მარტივი გზაა C:\php ფოლდერში.რის შემდეგაც დაახლოებით ამდაგვარად გამოყურება ფოლდერი. შემდეგ windows-ის შემთხვევაში გარემოს ცვლადებში PATH–ს […]

ტექსტის კოდირების კონვერტორი

http://convert.soft.ge/ კონვერტორი საშუალებას გაძლევთ ტექსტის ლათინური (მაგ. AcadNusx) შრიფტში შეტანილი ტექსტი გარდაქმნათ თანამედროვე უნიკოდ UTF-8 (მაგ. Sylfaen) შრიფტად და პირიქით უნიკოდი გარდაქმნათ ლათინურ კოდირებაში.