ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პროგრამისტი მსოფლიოში

დენის რიჩი

Dennis Ritchie I'm Programmer

დენის რიჩი  მე ვარ პროგრამისტი

Continue reading ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პროგრამისტი მსოფლიოში

Sylpheed – ელ. ფოსტის კლიენტი

გაიცანით კიდევ ერთი მსუბუქი და მოსახერხებელია ელ. ფოსტის კლიენტი Sylpheed, რომელიც შექმნილია იაპონელი დეველოპერების მიერ და აქვს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია. Sylpheed სხვა ელ. ფოსტის კლიენტებს არ ჩამოუვარდება არც შესაძლებლობებით და არც სიჩქარით. Continue reading Sylpheed – ელ. ფოსტის კლიენტი

ჩემი IP მისამართი …

მრავალი საიტი არსებობს იმისათვის რომ გაიგო შენი IP მისამართი, თუმცა ამისთვის საჭიროა მთელი საიტის ჩატვირთვა, ზოგ საიტზე კი სპეციალურ ველში მითითება და შემდეგ შედეგის ჩვენება, რაც ხშირ შემთხვევაში ზედმეტი დროის ხარჯვაა. Continue reading ჩემი IP მისამართი …

Corebird, Twitter-კლიენტი Linux-ისთვის

Twitter დღეს ყველაზე წარმატებული სოციალური პროექტია, განსაკუთრებით ბიზნესის და პოლიტიკის სფეროში. არის სიტუაცია როდესაც არ გვსურს ყოველთვის ბრაუზერის გახსნა ტვიტერში შესასვლელად და უბრალოდ გვირჩევნია როგორც სხვა კომპაქტური პროგრამები როგორიცაა მაგალითად სკაიპი, ისე შევძლოთ მუშაობა. გარდა ამისა რაც კიდევ უფრო მოსახერხებელია, Corebird-ის საშუალებით შეგიძლიათ სხვადასხვა მოხმარებლის სახელით შეხვიდეთ ისე რომ პროგრამა არ გამორთოთ, მხოლოდ აირჩევთ მომხმარებელს ჩამონათვალში და აღმოჩნდებით შესაბამისის მომხმარებლის გვერდზე.

პროგრამის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მისამართზე:
http://corebird.baedert.org/

უმეტეს შემთხვევაში ლინუქსის დისტრიბუტივებს ეს პროგრამა თავიანთ პაკეტების რეპოზიტორში აქვთ და არ გჭირდებათ ცალკე გადმოწერა, მხოლოდ სისტემური ბრძანებით დააინსტალირებთ. მაგალითად Fedora-21 ან უფრო ახალი ვერსიის შემთხვევაში:
dnf install corebird
ბრძანებით.

როგორ გეგმავს მსოფლიო ქსელის (World Wide Web)-ის მამა დააბრუნოს იგი Facebook-ის და Google-ს გან

ფოტო ვებ გვერდიდან: http://www.digitaltrends.com/web/ways-to-decentralize-the-web/

როდესაც მსოფლიო ქსელი World Wide Web გაეშვა 1990-წელს, ეს  უბრალოდ დიდი ოცნება არ იყო , იგი იუწყებოდა რომ ყველას ექნებოდა საკუთარი ვებგვერდი, სადაც ისინი შეძლებდნენ განეთავსებინათ თავიანთ ხედვები, (მათ არ ერქვათ “ბლოგი” 1999 წლამდე) – და ყველას ექნებოდა საკუთარი მონაცემები საკუთარ ვებგვერდებზე რომელთა შეთავაზებას შეძლებდა ყველა დანარჩენი მომხმარებელებისათვის.

დღეისათვის სულ რამდენიმე კომპანია ფლობს ვებ აქტივების ძირითად ნაწილს – Facebook სოციალური ქსელებისთვის, Google ძიებისათვის, eBay აუქციონებისთვის, და პირდაპირ რომ ვთქვათ მათ თავიანთ მომხმარებელთა მონაცემების გენერირება მოახდინეს. ეს ამ კომპანიებს უპრეცედენტო ძალაუფლებას ანიჭებს ჩვენზე გავლენის მოსახდენად, და მათ იმდენად კონკურენტუნარიან უპირატესობას უქმნის, რომ გულუბრყვილობა იქნება თქვათ, რომ თქვენ აპირებთ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი, მაშინ როდესაც თქვენ მათ თამაშს თამაშობთ. ის ფაქტი რომ Facebook ფლობს 1.7 მილიარდ მომხმარებლის ინფორმაციას, მათ პროფილებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათი მომხმარებლების ურთიერთობის ისტორიას რითაც თქვენ სავარაუდოდ ვერ მოხიბლავთ გამოცდილ ინვესტორებს, ამას გარდა ინფორმაციას თქვენი მეგობრების შესახებ.”Vendor lock-in” რეალურია.
“სოციალურად დაკავშირებული მონაცემები”- SOLID ვების ინფორმაციას მნიშვნელოვნად ჭკვიანს გახდის:
ეს შთაგონებულია იმისათვის, რომ  განმეორებით მოხდეს ინტერნეტის დეცენტრალიზაცია.

 

ორი სხვა მნიშვნელოვანი ძალისხმევიდან – ზოგიერთი მიიჩნევს blockchain-ს როგორც მესამე მონაწილეს – რაც არქიტექტურულად ძალიან პერსპექტიულია. საკითხავია რამდენად საკმარისია ეს არქიტექტურა.

პირველი მოდის ტიმ ბერნეს-ლიისგან, რომელმაც გამოიგონა ინტერნეტი და მოგვცა როგორც საჩუქარი, ყველანაირი პატენტის, კოპირაითის და სავაჭრო ნიშნის გარეშე. ბერნეს-ლიის ახალი პროექტი, დაიწყო MIT ლაბ-ში სახელწოდებით “სოციალურად დაკავშირებული მონაცემები” (Social Linked Data – SOLID), როგორც საშუალება თქვენი მონაცემების თქვენს მიერვე ფლობისა სანამ არ დაუშვებთ სხვა თქვენთვის სასურველ აპლიკაციებს.

სრულად ინგლისური ვერსია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.digitaltrends.com/web/ways-to-decentralize-the-web