VirtualBox 6.0.0

Oracle-მა გამოუშვა VirtualBox-ის ახალი 6.0.0 ვერსია, სადაც გარდა მრავალი შესწორებებისა, დამატებულია ახალი ფუნქციები და შესაძლებლობები.

Continue reading VirtualBox 6.0.0

neofetch: სისტემური ინფორმაციის მიღების სკრიპტი Linux, MacOS, და Unix-მსგავსი სისტემებისათვის

neofetch ბრძანება დაწერილია შელ სკრიპტით. მისი მთავარი მიზანი არის რომ გამოიტანოს ფორმატირებული სახით ინფორმაცია ოპერაციული სისტემის, ლინუქსის დისტირბუტივის, მასში გამოყენებული თემის, იკონკების და მრავალი სხვა მახასიათებლის შესახებ.

მისი საწყისი კოდის ჩამოტვირთვა და ინსტალაცია შესაძლებელია საიტიდან https://github.com/dylanaraps/neofetch/. აგრეთვე შესაძლებელია კონკრეტული დისტრიბუტივისთვის დაინსტალება:

მაგალითად Ubuntu Linux 17.04+ ზე შესაძლებელია ბრძანებით:
$ sudo apt install neofetch

macOS-ზე:

$ brew install neofetch

ხოლო შემდეგ ტერმინალში აკრიფავთ ბრძანებას:

$ neofetch

 

წყარო: https://www.cyberciti.biz/howto/neofetch-awesome-system-info-bash-script-for-linux-unix-macos/

გამოვიდა Fedora 26

11 ივლისს გამოვიდა ლინუქსის ერთერთი პოპულარული დისტრიბუტივის Feodora-ს ახალი 26 ვერსია.
Fedora ლინუქსი არის სერვერებისათვის ერთერთი ყველაზე მძლავრი ლინუქსის Redhat-ის საპილოტე ვარიანტი. Continue reading გამოვიდა Fedora 26

Nokia სმარტფონი 2017 სპეციფიკაცია, ფასი: Nokia Edge, C1, D1C, E1 შემოთავაზება მაღალი ფასიდან დაბალ ფასიანის ჩათვლით

Nokia phones 2017 specs, price, release date: Nokia Edge, C1, D1C, E1 high to low-end offering

(ფოტო : YouTube/GONE IN 180) Nokia სმარტფონების სპეციფიკაცია და ფასები განსაკუთრებულად მოძიებადი გახლდათ ონლაინში. სმარტფონის მოყვარულები მოელოდნენ პოტენციურ Nokia მობილურებს როგორებიცაა Nokia C1, Nokia Edge, Nokia D1C და Nokia E1. Nokia’ს პარტნიორობამ HMD Global-თან, კომპანიას შესაძლებლობები მისცა  არათუ წინააღმდეგობა გაუწიოს მის კონკურენტებს არამედ ისინი გვერდზეც გაწიოს მომავალ წელს. Nokia C1, Nokia Edge, Nokia D1C, და Nokia E1, კომპანიას შესაძლებლობას მისცემს თავიანთი მიზნები განახორციელონ და დაიბრუნონ თავიანთი სახელი მობილურების წარმოებაში.

Continue reading Nokia სმარტფონი 2017 სპეციფიკაცია, ფასი: Nokia Edge, C1, D1C, E1 შემოთავაზება მაღალი ფასიდან დაბალ ფასიანის ჩათვლით

OpenShot Video რედაქტორი

მარტივი. მძლავრი.

OpenShot Video რედაქტორი არის უფასო, open-source ვიდეო რედაქტორი Linux, Mac, და Windows პლატფორმისთვის,  GPL 3.0 ლიცენზიით.

OpenShot-ში შეგიძლიათ ჩასვათ თქვენი ვიდეოები, ფოტოები, მუსიკები და შექმნათ ფილმი რომელზეც მუდამ ოცნებობდით. ადვილად დაამატოთ სუბტიტრები, გადასვლეები, და  ეფექტები და შემდეგ დააექსპორტოთ ფილმი DVD, YouTube, Vimeo, Xbox, PlayStation, და სხვა მრავალ საჭირო ფორმატში.

იმისათვის, რომ იხილოთ მეტი ვიდეო რომელიც შექმნილია OpenShot-ში, გადადით ბმულზე Video Showcase.

Continue reading OpenShot Video რედაქტორი

MU Music Player

  • გააჩნია მოსახერხებელი ინტერფეისი, რომელიც შექმნილია Kreogist Dev ჯგუფის მიერ.
  • ყველა მუსიკის მხარდაჭერა, რომელიც შეიცავს შემდეგ ფორმატს: mp3, m4a, wav, flac, ape, ogg, tta, aiff, aifc, aif, mp4, mpa, mp2, mp1, midi, mid, mp3pro, mpc, aac, cda, wma, fla, tak, mp+, aa, ra, mac, rmi, dtswav, dts, snd, au, ac3, xm, and umx.
  • შესაძლებლობა აქვს წაიკითხოთ და ჩაწეროთ ID3v1, ID3v2, APEv2 ფორმატის ტეგები.  FLAC, M4A, WAV, WMA მეტამონაცემი მხოლოდ წაკითხვით.
  • აქვს იმპორტის და ექსპორტის შესაძლებლობა iTunes xml, xspf, m3u, ttpl, და wpl ფორმატის ფლეილისტებზე.
  • გაფართოებული ძიების მხარდაჭერა.

გარდა ამისა იგი არის opensource ლიცენზიით და შესაძლებელია გადმოწეროთ უფასოთ, ავტომატურად ტვირთავს სიმღერის ტექსტს.  აგრეთვე შესაძლებელია კონკრეტულ სიმღერაზე მონიშვნით სიმღერის ტექსტის ჩამოტვირთვა, ფლეილისტების მართვა და სხვა საინტერესო მახასიათებლები.

აქვს Linux, MacOS, Windows ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა

ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

https://kreogist.github.io/Mu/en/downloads.html

 

Corebird, Twitter-კლიენტი Linux-ისთვის

Twitter დღეს ყველაზე წარმატებული სოციალური პროექტია, განსაკუთრებით ბიზნესის და პოლიტიკის სფეროში. არის სიტუაცია როდესაც არ გვსურს ყოველთვის ბრაუზერის გახსნა ტვიტერში შესასვლელად და უბრალოდ გვირჩევნია როგორც სხვა კომპაქტური პროგრამები როგორიცაა მაგალითად სკაიპი, ისე შევძლოთ მუშაობა. გარდა ამისა რაც კიდევ უფრო მოსახერხებელია, Corebird-ის საშუალებით შეგიძლიათ სხვადასხვა მოხმარებლის სახელით შეხვიდეთ ისე რომ პროგრამა არ გამორთოთ, მხოლოდ აირჩევთ მომხმარებელს ჩამონათვალში და აღმოჩნდებით შესაბამისის მომხმარებლის გვერდზე.

პროგრამის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მისამართზე:
http://corebird.baedert.org/

უმეტეს შემთხვევაში ლინუქსის დისტრიბუტივებს ეს პროგრამა თავიანთ პაკეტების რეპოზიტორში აქვთ და არ გჭირდებათ ცალკე გადმოწერა, მხოლოდ სისტემური ბრძანებით დააინსტალირებთ. მაგალითად Fedora-21 ან უფრო ახალი ვერსიის შემთხვევაში:
dnf install corebird
ბრძანებით.

დიდი ბრიტანეთი ზედამხედველობის უფლებამოსილების უპრეცედენტოდ გაზრდას აპირებს – აი ეს რას ნიშნავს

დიდი ბრიტანეთი აპირებს გახდეს მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა ზედამხედველობის უფლებამოსილების გაზრდის კუთხით, რომელიც პოლიციას და დაზვერვის სამსახურებს ნებას დართავს, ისეთ დონეზე უთვალთვალონ თავიანთ მოქალაქეებს, რომელიც უპრეცედენტო იქნება დემოკრატიისათვის. გაერთიანებული ერების უსაფრთხოების უფროსმა არსებული სიტუაცია შეაფასა როგორც “უარესი ვიდრე საშიში”. ედუარდ სნოუდენის თქმით ეს არის “ყველაზე ექსტრემალური თვალთვალი დასავლეთ დემოკრატიის ისტორიაში”.
კანონი რომელზეც მიდის საუბარი, დაერქვა ბილის სადაზვერვო უფლებამოსილება. ვიდრე კანონად დამტკიცდება, საკითხი მოიწონეს პოლიტიკოსებმა და დარჩა მხოლოდ ფორმალური მხარეები. კანონი ისეთ უფლებას ანიჭებს სპეცდაზვერვას, როგორიცაა სახელმწიფო მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც შეტანილი იქნება ყოველი მცხოვრების web-სერფინგის ისტორია ქვეყანაში. დაზვერვის თანამშრომლებს უფლება ექნებათ შეაღწიონ მოქალაქეების კომპიუტერებში, ინტერნეტის ინფრასტრუქტურაში.

 

წყარო:http://www.theverge.com/2016/11/23/13718768/uk-surveillance-laws-explained-investigatory-powers-bill

PHP პირველი ნაბიჯები (ნაწილი 3 – ცვლადები)

ცვლადი არის იდენტიფიკატორი (სივრცე კომპიუტერის მეხსიერებაში), რომელიც იდენტიფიცირებულია სიმბოლური სახელით და გააჩნია მნიშვნელობა. პროგრამის მოქმედებების მიხედვით ცვლადის მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს. PHP-ში ცვლადი აღინიშნება ალფავიტური და რიცხვითი სიმბოლოებით შემდგარი დასახელებით რომლის წინაც მოთავსებულია დოლარის ნიშანი. დოლარის ნიშნის შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს ან ალფავიტური სიმბოლო a დან z-მდე ან ქვედა ტირე _. ძირითადად ცვლადების სახელები ლათინური ალფავიტური სიმბოლოებით აღინიშნება თუმცა შესაძლებელია სხვა ენის ალფავიტური სიმბოლოთიც მაგალითად ქართულით აღნიშვნა.

$a;
$_a;
$ა;

ამ შემთხვევაში გვაქვს ცვლადები $a, $_a და $ა, რომელთა მნიშვნელობაც არ არის განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში მას ავტომატურად ენიჭება null მნიშვნელობა რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმის აღსანიშნავად რომ ცვლადი არსებოს.

ცვლადზე მნიშვნელობის მინიჭება ხდება უდრის “=” ნიშნით.

$a=1;
$b="board";

ამ მაგალითში გვაქვს ცვლადი $a, რომელსაც გააჩნია რიცხვითი მნიშვნელობა და ცვლადი $b,  რომელსაც აქვს ტექსტური მნიშვნელობა.

ხშირად უდრის ნიშანს ორჯერ გამეორებულს წერენ რაც არ ანიჭებს მნიშვნელობას და ნიშნავს ტოლობას, ხოლო პროგრამა ამაზე შეცდომას არ გამოიტანს და შესაბამისად ძნელია ასეთი შეცდომების პოვნა.

$a==1;

არ მიანიჭებს მნიშვნელობას.

ცვლადის სახელი უნდა იყოს კონკრეტულ პროგრამაში მისი როლის მიხედვით შერჩეული რომ ადვილად გაარჩიოთ რომელი ცვლადი რისთვის არის განკუთვნილი.

$pet="პანდა";
$transport="ავტომობილი";

ცვლადის უპირატესობა პროგრამაში მისი მნიშვნელობის ცვლის გარდა თავად ამ ცვლადის გამოსახულებაში ჩართვაა ან სხვა ცვლადზე მისი მნიშვნელობის მინიჭება.

$yearnow=2016;
$yearbirth=1973;
$age=$yearnow-$yearbirth;
echo $age;

გამოიტანს შესაბამსად 43.