OpenSource პროექტის უპირატესობა

  1. გამჭვირვალობა
  2. მეტი ადამიანის დასაქმება
  3. შემმუშავებელთა ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს როგორც პროგრამისტებისაგან, ასევე დიზაინერების, დამხმარე მეცნიერებისგან და ასე შემდეგ…
  4. კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნა
  5. მუდმივი დახვეწის რეჟიმი
  6. მასში მონაწილე შემმუშავებლებს საშუალება აქვთ პერსპექტივაში წარმოაჩინონ თავიანთი თავი სხვა სამსახურებში მისვლისას
  7. იმის მიხედვით თუ როგორ წარმოაჩენს საქმიანობას, პროექტში მონაწილეს შესაძლებლობა ეძლევა ფონდის ბიუჯეტიდან გამომდინარე წახალისდეს გარკვეული თანხებით

ეს რაც ეხლა მოკლედ შეიძლება ჩამოვთვალო…

ვინც ასეთი პროექტების წახალისებაში უნდა იყოს პირველ რიგში დაინტერესებული, ეს არის სახელმწიფო. რადგანაც წარმატებული და ამბიციური პროექტის შემთხვევაში საშუალება ეძლევა ამ სფეროში საერთაშორისო დონეზე მნიშნველოვანი ადგილი დაიკავოს.

გამოვიდა Linux Kernel 4.20

ახალი შესაძლებლობები Linux Kernel 4.20-ში:

აქ არის ძირითადი ახალი შესაძლებლობები რომლებიც შეიცავს 350 000 ახალ სტრიქონ კოდს Linux Kernel 4.20-ში. როგორც იხილავთ, ცვლილებები განხორციელდა Graphics, CPU-ს და სხვა აპარატურული მოწყობილობებისთვის.

Continue reading გამოვიდა Linux Kernel 4.20

ClipGrab – ვიდეოს ჩამოსატვირთი პროგრამა

ClipGrab უფასო ჩამოტვირთვის და ფორმატის კონვერტორი YouTube, Vimeo, Facebook და სხვა ვიდეო საიტებიდან.
მისი საშუალებით მარტივად არის შესაძლებელი ჩამოტვირთული ვიდეოს კონვერტირება MPEG4, MP3 და სხვა ტიპის ფორმატებში. Continue reading ClipGrab – ვიდეოს ჩამოსატვირთი პროგრამა

Fotoxx – პროგრამა ფოტოგრაფებისთვის

Fotoxx არის უფასო ღიაკოდით Linux-ის პლატფორმაზე მომუშავე პროგრამა სურათის რედაქტირებისა და კოლექციების მართვისათვის. მიზანი გახლავთ მისი მარტივი გამოყენებით სერიოზული ფოტოგრაფების მოთხოვნების დაკმაყოფილება. Continue reading Fotoxx – პროგრამა ფოტოგრაფებისთვის

ონლაინ რედაქტორი/კომპილატორები

როდესაც გვაინტერესებს რაიმე კოდის შედეგი და ამისთვის არ გვინდა დავაინსტალოთ ინტერპრეტატორი ან კომილატორი, არსებობს ონლაინ სერვისები რომლებიც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ პირდაპირ ბრაუზერიდან სხვადასხვა პროგრამირების ენის შესაბამისი რედაქტორითა და კომპილატორით. რა თქმა უნდა ეს არ გულისხმობს სრული პროექტების შექმნას, არამედ უფრო გამოდგება კონკრეტული კოდის გასატესტად. განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის ვინც იწყებს პროგრამირების სწავლას და არ აქვს დაინსტალებული ჯერ შესაბამისი ინსტრუმენტები კომპიუტერში. ქვემოთ მოყვანილია ბმულების მცირე ჩამონათვალი რომლებიც ამ სერვისებს გვთავაზობენ:
Continue reading ონლაინ რედაქტორი/კომპილატორები

PHP პირველი ნაბიჯები (ნაწილი 4 – კონსტანტები)

წინა ნაწილში განვიხილეთ ცვლადები. ცვლადისაგან განსხვავებით კონსტანტა (მუდმივა) არის იდენტიფიკატორი რომელიც ცვლადის საპირისპიროდ მოქმედებს. თუკი ცვლადს შეიძლება ეცვლებოდეს მნიშნველობა კონსტანტის მნიშვნელობა არ შეიძლება შეიცვალოს.

php-ში კონსტანტისთვის მნიშვნელობის მინიჭება ხდება “define()” ფუნქციით ან “const” საკვანძო სიტყვით.

მოცემული მაგალითების გასატესტად შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ კომპილატორ/რედაქტორებითაც:
Continue reading PHP პირველი ნაბიჯები (ნაწილი 4 – კონსტანტები)

Rapid Photo Downloader – ვერსია 0.9.0

ივლისი 3, 2017: გამოვიდა 0.9.0 ვერსია, რომელშიც განხორციელდა მრავალი ცვლილება მას შემდეგ რაც პროექტი პირველად გაეშვა 2007 წელს. ინტერფეისის ყოველი ასპექტი იქნა დეტალურად გადახედილი და მოდერნიზებული, დაემატა მრავალი ახალი შესაძლებლობა. უფრო მეტიც, მას შეუძლია ჩამოტვირთოს ნებისმიერი კამერიდან Continue reading Rapid Photo Downloader – ვერსია 0.9.0

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პროგრამისტი მსოფლიოში

დენის რიჩი

Dennis Ritchie I'm Programmer

დენის რიჩი  მე ვარ პროგრამისტი

Continue reading ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პროგრამისტი მსოფლიოში

Sylpheed – ელ. ფოსტის კლიენტი

გაიცანით კიდევ ერთი მსუბუქი და მოსახერხებელია ელ. ფოსტის კლიენტი Sylpheed, რომელიც შექმნილია იაპონელი დეველოპერების მიერ და აქვს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია. Sylpheed სხვა ელ. ფოსტის კლიენტებს არ ჩამოუვარდება არც შესაძლებლობებით და არც სიჩქარით. Continue reading Sylpheed – ელ. ფოსტის კლიენტი

FF Multi Converter – სხვადასხვა ტიპის ფაილების კონვერტორი ლინუქსისთვის

FF Multi Converter საშუალებას გაძლევთ სხვადასხვა ტიპის ფაილები როგორიცაა საოფისე დოკუმენტები, ცხრილები, პრეზენტაციები , სურათებიი, ვიდეო, მუსიკა და ასე შემდეგ ფაილების სხვა ტიპის ფაილად კონვერტირების. შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე ფაილის ერთდროულად კონვერტირება.

პროგრამის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე

https://sites.google.com/site/ffmulticonverter/download

აგრეთვე ლინუქსის დისტრიბუტივს შეიძლება თავის პაკეტების მენეჯერითაც ქონდეს დაინსტალების საშუალება
Continue reading FF Multi Converter – სხვადასხვა ტიპის ფაილების კონვერტორი ლინუქსისთვის