Apache, PHP და MySQL-ის გაშვება ინსტალაციის გარეშე

ალბათ არაერთ დეველოპერს ჰქონია სურვილი რომ პროგრამა ისე დაეინსტალირებინა რომ Apache, PHP და MySQL სერვერების ინსტალაცია არ ყოფილიყო საჭირო. შეიძლება არის სხვადასხვა ვარიანტები მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს USBWebserver-ზე. მისი უპირატესობა სწორედ ის გახლავთ რომ რაც გჭირდებათ არის მხოლოდ გადმოწეროთ არქივი განაარქიოთ და შემდეგ ამ ფოლდერიდან გაუშვათ usbwebserver აპლიკაცია. ვებ საიტის ან აპლიკაციის გასაშვებად საჭიროა ფაილები განათვსოთ root დირეტორიაში. სერვერი შეგიძლიათ განათავსოთ როგორც მყარ დისკზე ასევე ფლეშ მეხსიერებაზე და შემდეგ იქიდან გაუშვათ.

საიტის მისამართი: http://www.usbwebserver.net

USBWebserver

Apache / Nginx: რეალურ დროში ვებ სერვერის Access Log-ის ვიზუალიზაცია

Logstalgia გახლავთ რეალურ დროში ვებ სერვერის Access Log-ის ვიზუალიზაციის მძლავრი და მოქნილი  ინსტრუმენტი. იგი განსაკუთრებულად სასარგებლოა ვებ სერვერის ტრაფიკის სანახავად.

ინსტალაცია ფედორაში:
yum install logstalgia
ან ფედორას 22 და მაღალ ვერსიაში
dnf install logstalgia
გაუშვებთ შემდეგნაირად:
logstalgia /var/log/httpd/access_log

logstalgia_monitor