საიტზე რეგისტრაციის წესები

საიტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც ეთანხმება საიტის წესებს და გაივლის სათანადო რეგისტრაციას.

საიტის ადმინისტრატორი და მოდერატორები მუდმივად ეცდებიან კეთილსასურველი გარემოს შექმნის მიზნით შეძლებისდაგვარად ოპერატიულად უზრუნველყონ საზოგადოებისათვის მიუღებელი ნებისმიერი ტექსტის ან საიტზე განთავსებული სურათის სახით წარმოდგენილი არასასურველი მასალის რედაქტირება ან საერთოდ მოხსნა საიტიდან. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია სრულად იქნას მოცული ყველა გზავნილი და ამიტომ გზავნილში გატარებულ აზრსა და ხედვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ავტორს და არა საიტის ადმინისტრატორსა და მოდერატორებს.

საიტის სასურველ რეჟიმში მუშაობის მიზნით საიტის მონაწილეებმა აუცილებელია დაიცვან შემდეგი წესები:

დაუშვებელია ვულგარული, შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური, დამამცირებელი, მუქარისა და სიძულვილის გამომხატველი ფრაზები. აგრეთვე დაუშვებელია ისეთი აზრის მქონე თემების და წერილების განთავსება რომელიც საიტის შინაარსს არ ემთხვევა. თუ არ იცნობთ კონკრეტულად მომხმარებელს მის მესიჯს ირონიით, დაცინვით და ხუმრობით ნუ უპასუხებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეტყობინება მოიხსნება და ავტორი მიიღებს გაფრთხილებას მედიატორისაგან. ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ავტორი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება საიტიდან;

რეგისტრაციისათვის საჭირო ფორმატში მონაწილის მიერ შეტანილი მონაცემები მესამე პირისათვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მონაწილის თანხმობის შემთხვევაში (სპეციალური მითითება ფორმატში).

ადმინისტრაციის მხრიდან პოსტების განთავსების ნებართვის მიღებისას, თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ სტატიები, სასწავლო გაკვეთილები, სიახლეები ან სხვა ინფორმაცია რომელიც არ ეწინააღმდეგა ზემოხსენებულ წესებს . მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოავლინოს თავისი ცოდნა და მიიღოს ან გაუზიაროს გამოცდილება სხვა მომხმარებლებს, რაც კვალიფიციური და  საინტერესო პოსტებიდან გამომდინარე შეიძლება მის მიმართ სამსახურის შემოთავაზების მქონე მხარისათვის დამხმარე მოტივაცია გახდეს.

საიტში მონაწილეობით თქვენ შეუძლია მიიღოს რჩევები, თქვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანებისაგან, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ეს რჩევები სუბიექტურია და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ.