აგვისტო 24, 2016 | კახა მათ ვისაც გვიან ღამით უწევს მუშაობა, ვერ ანთებს ოთახში სინათლეს, რომ არ შეაწუხოს ოჯახის წევრები, უწევთ ღამის ნათურის შუქით განათება რაც თავის მხრივ აძლიერებს ეკრანის სიკაშკაშეს და თვალები უფრო მეტად იტვირთება, რამაც შეიძლება დაზიანებაც გამოიწვიოს. დღეს უკვე არსებობს მრავალი პროგრამა, განსაკუთრებით სმარტფონებზე. მაგალითად iphone-ს აქვს პოპულარული პროგრამა Night Shift. დეკსტოპ კომპიუტერებზე ასეთი პროგრამები არც ისე მრავლდაა. მათგან პოპულარული პროგრამებია Redshift და f.lux. ეს პროგრამები ძირითადად linux ოპერაციულ სისტემისთვის შეიქმნა თუმცა აქვს ვერსიები სხვა პლატფორმებისთვის (Windows, Mac). ისინი არეგულირებენ ფერთა ტემპერატურას თქვენს ეკრანზე, თქვენი გარემოს გათვალისწინებით. პროგრამა შეიძლება დაგეხმაროთ, რომ თვალები ნაკლებად დაზარალდეს, ღამით ეკრანიდან მომატებული სიკაშკაშისაგან. Redshift და f.lux ორივე გაშვების დროს ნახულობს თქვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას და შემდეგ იმის მიხედვით არეგულირებს ფერს. Redshift-ავტომატურად ახდენს ინიციალიზაციას და დამატებით გრაფიკული ინტერფეისის საშუალებით კონფიგურაციის საშუალება არ გააჩნია. პროგრამის ოფიციალური ვებგვერდია http://jonls.dk/redshift/. ლინუქსზე მისი ინსტალაცია შესაძლებელია პაკეტების მართვის პროგრამით მაგ. Ubuntu ში შეგიძლიათ გაუშვათ ბრძანება apt get install redshift-gtk Redhat, CentOs და Fedora ზე შესაძლებელია დაინსტალდეს yum ან dnf პაკეტების მართვის პროგრამით Redhat, CentOs-ზე ან Fedora-ს ძველ ვერსიებზე yum install redshift-gtk Fedoras ახალ ვერსიებზე: dnf install redshift-gtk აგრეთვე შესაძლებელია ისარგებლოთ გრაფიკული პროგრამების ინსტალატორით. პროგრამის გაშვების შემდეგ ეკრანის პანელის მარჯვნივ კუთხეში გამოჩნდება ნათურის გამოსახულება ამ ნათურაზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაკლიკებით გამოჩნდება პატარა დიალოგური ფანჯარა სადაც Info პუნქტის მონიშვნის დროს გაჩვენებთ სტატუსის, გეოგრაფიული მდებარეობის , ფერთა ტემპერატურის და დღეღამის პერიოდის ინფორმაციის ამსახველ ფანჯარას. მარცხენა ღილაკზე დაკლიკებით შეგიძლიად პროგრამის გამორთვა და ჩართვა ჩართული გამორთული f.lux-ზე განსხვავებით Redshift-სგან შესაძლებელია გრაფიკული ინტერფეისის საშუალებით დაამტებითი კონფგურაცია აგრეთვე გააჩნია ვერსიები (Windows Mac iPhone/iPad Android)-თვის პროგრამის ვებგვერდი: https://justgetflux.com/ ორივე პროგრამა არის უფასო და ვრცელდება ღიაკოდის (opensource) ლიცენზიით. Share this:Click to share on Twitter (Opens in new window)Click to share on Facebook (Opens in new window)Click to share on Google+ (Opens in new window)Like this:Like Loading... Related