პირველ ნაწილში განვიხილეთ php-ს ინსტალაცია. აგრეთვე დავწერეთ და გავუშვით მცირე ზომის კოდი. ძირითადი ყურადღება Windows პლატფორმაზე ინსტალაციას დაეთმო, რადგან Linux სისტემებში ეს ყველაფერი გაცილებით მარტივად მხოლოდ ერთი ბრძანებით სრულდება. Ubuntu-სა და სხვა debian-ის ბაზაზე აწყობილ სისტემებში ამისთვის საჭიროა გავუშვათ ბრძანება:

sudo apt-get install php

Redhat-ის ბაზაზე აწყობილ სისტემებში როგორებიცაა (Fedora, CentOS და თავად RedHat)
CentOS, RedHat და Fedora-ს ძველ 22 მდე ვერსიებში:
sudo yum install php
Fedora-ს ახალ ვერსიებში:
dnf install php

ეხლა კი გადავიდეთ ახალ საფეხურზე. php მიუხედავად მისი პოპულარობისა არ გახლავთ რაიმეთი უფრო მაღალი დონის ენა სხვა პოპულარულ პროგრამირების ენებთან შედარებით. მისი უპირატესობა ვებ ტექნოლოგიებშია. ის ყველაზე უკეთესად არის მორგებული ვებ საიტებს. მისი საშუალებით გაცილებით მოსახრხებელია ინტერაქტიული პროექტების შესრულება.

ვებ საიტებისთვის საჭიროა სერვერი.

არსებობს ორი ტიპის სერვერი:
დაშორებული (Remote) – სერვერი რომელიც განთავსებულია სადმე თუნდაც სხვა ქვეყანაში და ინტერნეტის მეშვეობით გთავაზობთ ვებგვერდების განთავსებას
ლოკალური – სერვერი რომელიც შესაძლებელია განთავსდეს კომპიუტერზე რომელთანაც გიწევთ მუშაობა.
ლოკალურისთვისაც და დაშორებული სერვერისთვისაც საჭიროა დაინსტალდეს Apache, NginX ან Internet Information Servise სერვერები. თუმცა მათი დაინსტალირებისათვის საჭიროა ამ სერვერების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა, რაც დამწყებისათვის საკმაოდ შრომატევადია და არც თუ ისე საინტერესო. არსეობს გაცილებით იოლი გამოსავალი როდესაც PHP თავად შეიძლება გამოდგეს სერვერად. ამისათვის საკმარისია ტერმინალიდან აკრიფოთ ბრძანება:
php -S 0.0.0.0:8888 -t "/home/user1/Desktop/www"
ბრძანების შედეგად სერვერი გაეშვება 8888 პორტზე /home/user1/Desktop/ ფოლდერიდან.
პორტი და ფოლდერი შეგიძლიათ შეცვალოთ. მთავარია პორტი არ იყოს დაკავებული სხვა სერვისის მიერ და ფოლდერი რეალურად არსებობდეს იქ სადაც მითითებულია -t ინდიკატორის შემდეგ.

-S ინდიკატორი მიუთითებს რომ გაეშვას ჩაშენებული სერვერი მისამართზე 0.0.0.0 და პორტზე 8888
0.0.0.0 მისამართი ავტომატურად ასოცირდება localhost მისამართთან.
-t (იგივე target) უთითებს მარშრუტს რომელი ფოლდერიდან უნდა გაეშვას სერვერი.

Windows-ში ფოლდერის გზა უდნა შეიცვალოს შესაბამისი მდებარეობით.
მაგალითად თუ გვსურს, რომ Desktop ზე მდებარე www ფოლდერი იყოს საიტის დირექტორია, ხოლო თქვენი მომხმარებლის სახელია user1
Windows 7 სისტემაში გზა სავარაუდოდ თუ სპეციალურად არ არის გადაკეთებული იქნება:
C:\Users\user1\Desktop\www
Windows XP ში კი
C:\Documents and Settings\user1\Desktop\www
phpserver-winxpwww
მაგალითზე ვნახოთ:
შექმენით ფაილი test.php და ჩაწერეთ მასში კოდი

ფაილი შეინახეთ Desktop-ზე www ფოლდერში

ტერმინალიდან გაუშვით ბრძანება (ამ შემთხვევაში Windows 7-ის მაგალითზე)
php -S 0.0.0.0:8888 -t "C:\Users\user1\Desktop\www"
შემდეგ გახსენით ინტერნეტ ბრაუზერი და აკრიფეთ მისამართის ველში:
http://localhost:8888/test.php
თუ ყველაფერი სწორად გააკეთედ ეკრანზე მიიღებთ php-ს შესახებ ინფორმაციას
phpserver-win7-desktopwww

აგრეთვე შესაძლებელია არ მიუთითოთ ფოლდერის გზა და ტერმინალიდან გადახვიდეთ cd ბრძანებით შესაბამის ფოლდერში და გაუშვათ ბრძანება
php -S 0.0.0.0:8888
ასეთ დროს სერვერის ფოლდერად აღქმული იქნება მიმდინარე დირექტორია