ცვლადი არის იდენტიფიკატორი (სივრცე კომპიუტერის მეხსიერებაში), რომელიც იდენტიფიცირებულია სიმბოლური სახელით და გააჩნია მნიშვნელობა. პროგრამის მოქმედებების მიხედვით ცვლადის მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს. PHP-ში ცვლადი აღინიშნება ალფავიტური და რიცხვითი სიმბოლოებით შემდგარი დასახელებით რომლის წინაც მოთავსებულია დოლარის ნიშანი. დოლარის ნიშნის შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს ან ალფავიტური სიმბოლო a დან z-მდე ან ქვედა ტირე _. ძირითადად ცვლადების სახელები ლათინური ალფავიტური სიმბოლოებით აღინიშნება თუმცა შესაძლებელია სხვა ენის ალფავიტური სიმბოლოთიც მაგალითად ქართულით აღნიშვნა.

$a;
$_a;
$ა;

ამ შემთხვევაში გვაქვს ცვლადები $a, $_a და $ა, რომელთა მნიშვნელობაც არ არის განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში მას ავტომატურად ენიჭება null მნიშვნელობა რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმის აღსანიშნავად რომ ცვლადი არსებოს.

ცვლადზე მნიშვნელობის მინიჭება ხდება უდრის “=” ნიშნით.

$a=1;
$b="board";

ამ მაგალითში გვაქვს ცვლადი $a, რომელსაც გააჩნია რიცხვითი მნიშვნელობა და ცვლადი $b,  რომელსაც აქვს ტექსტური მნიშვნელობა.

ხშირად უდრის ნიშანს ორჯერ გამეორებულს წერენ რაც არ ანიჭებს მნიშვნელობას და ნიშნავს ტოლობას, ხოლო პროგრამა ამაზე შეცდომას არ გამოიტანს და შესაბამისად ძნელია ასეთი შეცდომების პოვნა.

$a==1;

არ მიანიჭებს მნიშვნელობას.

ცვლადის სახელი უნდა იყოს კონკრეტულ პროგრამაში მისი როლის მიხედვით შერჩეული რომ ადვილად გაარჩიოთ რომელი ცვლადი რისთვის არის განკუთვნილი.

$pet="პანდა";
$transport="ავტომობილი";

ცვლადის უპირატესობა პროგრამაში მისი მნიშვნელობის ცვლის გარდა თავად ამ ცვლადის გამოსახულებაში ჩართვაა ან სხვა ცვლადზე მისი მნიშვნელობის მინიჭება.

$yearnow=2016;
$yearbirth=1973;
$age=$yearnow-$yearbirth;
echo $age;

გამოიტანს შესაბამსად 43.