ფაილთა შენახვის, გაცვლის და სინქრონიზაციის სერვერი ownCloud 8.2

გამოვიდა ownCloud სერვერიის ახალი 8.2 რელიზი. სხვა მსგავსი პროგრამებისგან განსხვავებით როგორებიცაა (Dropbox, Google Drive) ownCloud შესაძლებლობას გაძლევთ თქვენს მიერ კონტროლირებად კომპიუტერზე განთავსდეს და იმართებოდეს სერვერი.

owncloud_8.2_serverwebui

GoldenDict – სათარგმნი პროგრამა

სხვა სათარგმნი პროგრამრებისაგან განსხვავებით, GoldenDict იკავებს ნაკლებს მეხსიერებას კომპიუტერში და მიუხედავად ამისა აქვს საკმაოდ ბევრი ფუნქციები გააჩნია როგორც ტექსტის თარგმნის ისე ვიკირესურსებზე ძებნის საშუალება და სიტყვის განმარტების მოძებნა, აგრეთვე ხმოვანი წარმოთქმა და სხვა…

ტექსტის შერწყმის ინსტრუმენტი Diffuse

Diffuse არის Python-ზე დაწერილი პატარა და მარტივი ტექსტის შერწყმის ინსტრუმენტი. Diffuse-ს საშუალებით თქვენს კოდში შესაძლებელია კოდის მარტივად შერწყმა, შეცვლა და ცვლილებების განხილვა.
diffuse

აპლიკაციის ვებგვერდი: http://diffuse.sourceforge.net/

Apache / Nginx: რეალურ დროში ვებ სერვერის Access Log-ის ვიზუალიზაცია

Logstalgia გახლავთ რეალურ დროში ვებ სერვერის Access Log-ის ვიზუალიზაციის მძლავრი და მოქნილი  ინსტრუმენტი. იგი განსაკუთრებულად სასარგებლოა ვებ სერვერის ტრაფიკის სანახავად.

ინსტალაცია ფედორაში:
yum install logstalgia
ან ფედორას 22 და მაღალ ვერსიაში
dnf install logstalgia
გაუშვებთ შემდეგნაირად:
logstalgia /var/log/httpd/access_log

logstalgia_monitor

 

BeeBEEP (დაცული Lan მესინჯერი)

BeeBEEP გახლავთ open source, peer to peer, lan მესინჯერი რომელიც შექმნა Marco Mastroddi-მა. BeeBEEP-ის საშუალებით შეგიძლიათ ისაუბროთ და გაცვალოთ ფაილები ლოკალურ ქსელში მყოფ მომხმარებლებთან მაგალითად ოფისში, სახლში, ინტერნეტ კაფეში. თქვენ არ გჭირდებათ სერვერი, უბრალოდ გადმოტვირთეთ, გახსენით არქივი და გაუშვით. მარტივი, სწრაფი და დაცული.

ძირითადი ფუნქციები:

  • უფასო: BeeBEEP გახლავთ უფასო და ასევე დარჩება.
  • სხვადასხვა OS: რელიზები პლატფორმისათვის Windows, MacOSX, Linux, OS/2 და eComStation.
  • მოხმარებისათვის მარტივი: BeeBEEP მუშაობს სერვერის გარეშე. ჩამოტვირთე, განაარქივე და გაუშვი.
  • დაცული: შიფრაცია დაფუძნებულია Rijndael ალგორითმზე (AES).
  • მომენტალური მესინჯერი: ესაუბრეთ მომხმარებლებს რომლებიც დაკავშირებულია ქსელში, შესაძლებელია ჯგუფებში და ცალკეულ მომხმარებლებთან ჩეთი.
  • ჯგუფები: შექმენი შენთვის სასურველი ჯგუფები მომხმარებელთა მიხედვით.
  • P2P: გააგზავნეთ ან გააზიარეთ თქვენი ფაილები ან ფოლდერები (drag and drop ტექნოლოგიითაც).
  • ოფლაინ მესიჯები: ოფლაინში გაგზავნილ მესიჯებს მომხმარებლები იხილავენ როდესაც ისინი იქნებიან ონლაინში.
  • მესიჯების ისტორია: შესაძლებელია მესიჯების შენახვა .

ლინუქსზე გასაშვებად საჭიროა დაინსტალებული იყოს qt5-qtmultimedia ბიბლიოთეკა.

ვებგვერდი: http://beebeep.sourceforge.net/

უახლესი ვერსიის გადმოსაწერათ მიყევით ბმულს: http://sourceforge.net/projects/beebeep/files/latest/download

ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენები

1. Java
2. Python
3. C
4. C++
5. C#
6. Objective-C
7. Ruby
8. JavaScript
9. PHP
10. SQL
11. PERL
12. Swift

იხილეთ სრულად ინგლისურ ენაზე: http://www.unixmen.com/top-programming-languages/