დიდი ბრიტანეთი ზედამხედველობის უფლებამოსილების უპრეცედენტოდ გაზრდას აპირებს – აი ეს რას ნიშნავს

დიდი ბრიტანეთი აპირებს გახდეს მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა ზედამხედველობის უფლებამოსილების გაზრდის კუთხით, რომელიც პოლიციას და დაზვერვის სამსახურებს ნებას დართავს, ისეთ დონეზე უთვალთვალონ თავიანთ მოქალაქეებს, რომელიც უპრეცედენტო იქნება დემოკრატიისათვის. გაერთიანებული ერების უსაფრთხოების უფროსმა არსებული სიტუაცია შეაფასა როგორც “უარესი ვიდრე საშიში”. ედუარდ სნოუდენის თქმით ეს არის “ყველაზე ექსტრემალური თვალთვალი დასავლეთ დემოკრატიის ისტორიაში”.
კანონი რომელზეც მიდის საუბარი, დაერქვა ბილის სადაზვერვო უფლებამოსილება. ვიდრე კანონად დამტკიცდება, საკითხი მოიწონეს პოლიტიკოსებმა და დარჩა მხოლოდ ფორმალური მხარეები. კანონი ისეთ უფლებას ანიჭებს სპეცდაზვერვას, როგორიცაა სახელმწიფო მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც შეტანილი იქნება ყოველი მცხოვრების web-სერფინგის ისტორია ქვეყანაში. დაზვერვის თანამშრომლებს უფლება ექნებათ შეაღწიონ მოქალაქეების კომპიუტერებში, ინტერნეტის ინფრასტრუქტურაში.

 

წყარო:http://www.theverge.com/2016/11/23/13718768/uk-surveillance-laws-explained-investigatory-powers-bill

PHP პირველი ნაბიჯები (ნაწილი 3 – ცვლადები)

ცვლადი არის იდენტიფიკატორი (სივრცე კომპიუტერის მეხსიერებაში), რომელიც იდენტიფიცირებულია სიმბოლური სახელით და გააჩნია მნიშვნელობა. პროგრამის მოქმედებების მიხედვით ცვლადის მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს. PHP-ში ცვლადი აღინიშნება ალფავიტური და რიცხვითი სიმბოლოებით შემდგარი დასახელებით რომლის წინაც მოთავსებულია დოლარის ნიშანი. დოლარის ნიშნის შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს ან ალფავიტური სიმბოლო a დან z-მდე ან ქვედა ტირე _. ძირითადად ცვლადების სახელები ლათინური ალფავიტური სიმბოლოებით აღინიშნება თუმცა შესაძლებელია სხვა ენის ალფავიტური სიმბოლოთიც მაგალითად ქართულით აღნიშვნა.

$a;
$_a;
$ა;

ამ შემთხვევაში გვაქვს ცვლადები $a, $_a და $ა, რომელთა მნიშვნელობაც არ არის განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში მას ავტომატურად ენიჭება null მნიშვნელობა რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმის აღსანიშნავად რომ ცვლადი არსებოს.

ცვლადზე მნიშვნელობის მინიჭება ხდება უდრის “=” ნიშნით.

$a=1;
$b="board";

ამ მაგალითში გვაქვს ცვლადი $a, რომელსაც გააჩნია რიცხვითი მნიშვნელობა და ცვლადი $b,  რომელსაც აქვს ტექსტური მნიშვნელობა.

ხშირად უდრის ნიშანს ორჯერ გამეორებულს წერენ რაც არ ანიჭებს მნიშვნელობას და ნიშნავს ტოლობას, ხოლო პროგრამა ამაზე შეცდომას არ გამოიტანს და შესაბამისად ძნელია ასეთი შეცდომების პოვნა.

$a==1;

არ მიანიჭებს მნიშვნელობას.

ცვლადის სახელი უნდა იყოს კონკრეტულ პროგრამაში მისი როლის მიხედვით შერჩეული რომ ადვილად გაარჩიოთ რომელი ცვლადი რისთვის არის განკუთვნილი.

$pet="პანდა";
$transport="ავტომობილი";

ცვლადის უპირატესობა პროგრამაში მისი მნიშვნელობის ცვლის გარდა თავად ამ ცვლადის გამოსახულებაში ჩართვაა ან სხვა ცვლადზე მისი მნიშვნელობის მინიჭება.

$yearnow=2016;
$yearbirth=1973;
$age=$yearnow-$yearbirth;
echo $age;

გამოიტანს შესაბამსად 43.

Fedora 25 ფინალური ვერსია

გამოვიდა ლინუქსისის დისტრიბუტივი Fedora-ს უახლესი 25 ვერსია .
ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან
http://archive.fedoraproject.org/pub/fedora/linux/releases/25/

აგრეთვე სხვადასხვა გრაფიკულ გარსზე შექმნილი (spin) დისტრიბუტივის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ბმულიდან Continue reading Fedora 25 ფინალური ვერსია

Microsoft SQL Server ლინუქსში

მაისში მაიკროსოფტმა დააანონსა Microsoft SQL Server-ის რელიზი სლოგანით “SQL სერვერს უყვარს ლინუქსი”,  რომელიც განკუთვნილია ლინუქს პლატფორმისათვის.

ზოგადად ამ მონაცემთა ბაზას და მაიკროსოფტის დეველოპერული გარემოს არ ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ რადგანაც ლინუქსის ვერსიაზეა საუბარი მეც დავაინსტალე და გავტესტე. ჩემდა გასაკვირად ამ სერვერის ოპტიმიზაციის  მხრივ სერიოზული  წინსვლა დავინახე. მაგალითისათვის PHP ზე დავწერე კოდი რომელიც PDO-ზე დაფუძნებულ კლასს გამოიყენებდა და ჯერ დაამატებდა მილიონ  ჩანაწერს ბაზაში და შემდეგ გამოიტანდა მათ. შედარებისათვის ავირჩიე PostgreSQL სერვერი, რადგანაც ეს უკანასკნელი დიდ მონაცემებთან სამუშაოდ ცნობილია თავისი უპირატესობებით სხვა დანარჩენ სერვერებთან შედარებით.

შედეგები კი ასეთია:


MicrosoftSQL
მონაცემთა დამატების დრო 1 000 000 სტრიქონისთვის:
დაწყება: 13:42:18     დამთავრება 13:48:29

ბაზიდან 1 000 000 სტრიქონის გამოტანის დრო:
დაწყება: 17:24:39     დამთავრება 17:24:41

PostgreSQL:
მონაცემთა დამატების დრო 1 000 000 სტრიქონისთვის:
დაწყება: 13:56:57     დამთავრება 16:35:33

ბაზიდან 1 000 000 სტრიქონის გამოტანის დრო:
დაწყება: 17:25:25     დამთავრება 17:25:26

Fedora 24 – ინსტალაციის ხარვეზები

Fedora 24 ვერსია უკვე რამდენიმე თვეა გამოვიდა, მეც Fedora-ს მე 3 ვერსიიდან მომხმარებელი არ ვუშვებ შანსს და ვაინსტალებ ახალ ვერსიას. როგორც კი dnf update გავაკეთე და გადავტვირთე კომპიუტერი ვხედავ იგივე კერნელით ჩაიტვირთა ხოლო ახალი კერნელი საერთოდ არ გამოჩნდა boot ფანჯარაში. ეს პრობლემა მოვაგვარე შემდეგნაირად.

ძველი კერნელით ჩავიტვირთე და ახალი კერნელი წავშალე

dnf remove kernel-..ახალი ვერსია

და შემდეგ ისევგანვაახლე სისტემა

dnf update.

ამის შემდეგ სისტემისთვის დავიწყე საოფისე და მულტიმედია პროგრამების ინსტალაცია ესეც ასეთუ ისე გაიარა და როცა სკაიპი დავაინსტალე გამოიტანა შეცდომა, დაახლოებით ამდაგვარი:


Error: Transaction check error:
file /usr/share/doc/glibc/NEWS from install of glibc-2.23.1-7.fc24.i686 conflicts with file from package glibc-2.23.1-10.fc24.x86_64

....

 

შემდეგ როდესაც დავძებნე ინტერნეტში მსგავსი პრობლემა ქონდათ სხვებსაც თუმცა რეალური პასუხი მაინც ვერ მივიღე მაგრამ ერთი რაც გავიგე ის იყო რომ dnf პაკეტების მენეჯერის პრობლემა იყო, ხოლო ეს შეცდომა კი იმის გამოა რომ რეალურად თითო პროგრამის პაკეტის რამდენიმე ვერსიაა დაინსტალებული, იმის მაგივრად რომ dnf update-ს განეახლებინა პაკეტები ძველი წაეშალა და ახალი დაემატებინა ძველიც დატოვა და ახალიც დაამატა.

გამოსავალი არის შემდეგი:

თუ ჯერ არ დაგიინსტალირებიათ Fedora მაშინ დაინსტალების შემდეგ პირველ რიგში ჯერ განაახლეთ dnf პაკეტების მენეჯერ ი ახალი ვერსიით

dnf update dnf 

ან

dnf install dnf

შემდეგ წესით და რიგით ყველაფერი ნორმალურად უნდა წავიდეს.

ან მეორე ვარიანტი თუ უკვე დაინსტალებულია Fedora და სისტემის განახლებაც გაკეთებულია შესაბამისად ამ პრობლემამდეა მისული საქმე უნდა გაუშვათ შემდეგი ბრძენებები:

dnf repoquery --duplicated

გამოიტანს დუბლირებული პაკეტების ჩამონათვალს.

dnf remove $(dnf repoquery --duplicated --latest-limit -1 -q)

წაშლის დუბლირებულ პაკეტებს

შემდეგ გადატვირთეთ სისტემა და იმუშავეთ.

ჩემს შემთხვევაში რამდენიმე კომპიუტერზე ვცადე პრობლემის მოგვარება ამ გზით, სადაც მსგავსი სიტუაცია იყო და გაამართლა. თუმცა ეს არ არის უბრალო სიტუაცია და  საჭირო ფაილები მაინც გადაიტანეთ სარეზერვო დისკებზე.

 

 

 

Linux-მა მოიგო, Microsoft უერთდება “Linux Foundation”-ს

როგორც მოსალოდნელი იყო, თუ გადავხედავთ Microsoft-ის ქმედებებს ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ის გააქტიურდა Opensource პროექტებში მონაწილეობით, ბოლოს კი Microsoft SQL სერვერის ლინუქს პლატფორმისთვის გამოშვებით დამთავრებული ნათელი გახდა, რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო. მარტივად რომ ვთქვათ Linux-მა სხვა არჩევანი არ დაუტოვა Microsoft-ს.

ბოლო წლების განმავლობაში არაერთ ჩემს პოსტში,  სწორედ  Openssource-ს და Linux-ის განხრით გააქტიურებაზე ვაკეთებდი აქცენტს, მოვიყვანე უამრავი მაგალითი სადაც აღვნიშნავდი ამ სფეროს პერსპექტივებზე როგორც ტექნოლოგიურ ისე ეკონომიური კუთხით.

opensource საქართველოში – forum.ge

opensource საქართველოში – conference.ge

ეს კი ბმული სიახლეზე სრულად: http://www.cio.com/article/3141918/linux/linux-has-won-microsoft-joins-the-linux-foundation.html

 

 

Bootstrap-ის დამატებით სტილები

Bootstrap არის უტილიტები რომელიც თავდაპირველად twitter.com-ის თვის შეიქმნა,  ხოლო შემდეგ ის ოპენსორსი გახდა MIT ლიცენზიით რასაც მისი დიდი პოპულარობა მოყვა და დღეს არ მეგულება ვებპროექტი რომელიც ამ ფრეიმვორკით არ სარგებლობდეს. გარდა ამისა მას სისტემურ აპლიკაციებშიც აქვს გამოყენება. თუმცა ამ ფრეიმვორკს ფერთა რაოდენობა აქვს შეზღუდულად რაც დიზაინის შექმნის დროს დისკომფორტს ქმნის. მათ შორის მეც არაერთხელ მქონია მსგავსი სიტუაცია როდესაც დიზაინს არ ეთავსებოდა მისი ღილაკების ფერები ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა პროგრამა რომელიც საშუალებას მომცემდა ამერჩია სტილი.  პროგრამა შემდეგ  საიტზე განვათავსე რომლითაც დეველოპერებს შეუძლიათ ისარგებლონ მისამართზე http://hiutils.org.

პროგრმა აქვს საშუალება აირჩიოთ ფონის და ტექსტის ფერი, კლასის სახელწოდება და დააგენერიროთ შესაბამისი სტილი, რაც შემდეგ შეგიძლიათ დააკოპიროთ ფორმატირებული და ოპტიმიზირებული ვარიანტით.

hiutilsorg

 

 

PHP პირველი ნაბიჯები (ნაწილი 2 – php როგორც სერვერი)

პირველ ნაწილში განვიხილეთ php-ს ინსტალაცია. აგრეთვე დავწერეთ და გავუშვით მცირე ზომის კოდი. ძირითადი ყურადღება Windows პლატფორმაზე ინსტალაციას დაეთმო, რადგან Linux სისტემებში ეს ყველაფერი გაცილებით მარტივად მხოლოდ ერთი ბრძანებით სრულდება. Ubuntu-სა და სხვა debian-ის ბაზაზე აწყობილ სისტემებში ამისთვის საჭიროა გავუშვათ ბრძანება:

sudo apt-get install php

Continue reading PHP პირველი ნაბიჯები (ნაწილი 2 – php როგორც სერვერი)