Fedora 23 ვერსიის დაინსტალირების შემდეგ, Nvidia ვიდეოკარტის მქონე მომხმარებლები დრაივერის არათავსებადობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდენ, რადგანაც Fedora 23-ს ახალი 1.18 ვერსიის Xorg სერვერი მოყვება. ამის გამო Nouveau დრაივერზე მუშაობა უწევდათ, რაც არაკომფორტულია განსაკუთრებით თუ 3D აქსელერაციასთან გვაქვს საქმე. 16 ნოემბერს გამოვიდა Nvidia დრაივერის 358.16 ვერსია, რომელშიც გასწორებულია მრავალი შეცდომა და სხვა გაუმჯობესებებთან ერთად აქვს ახალი Xorg სერვერის მხარდაჭერა.

დრაივერის გადმოწერა შესაძლებელია Nvidia-ს საიტიდან, ხოლო ინსტრუქცია Fedora 23/22/21 ვერსიებისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე, მხოლოდ გაითვალისწინეთ რომ ინსტრუქცია ჯერ კიდევ დრაივერის გამოსვლამდეა გამოქვეყნებული და აღწერილია თუ როგორ ჩამოიყვანოთ Xorg სერვერის ვერსია დაბალ ვერსიაზე, რომ თავსებადი გახდეს ძველი ვერსიის ნვიდიას დრაივერებთან. ახალი დრაივერის დაინსტალების შემთხვევაში ეს პუნქტები არ დაგჭირდებათ და შეგიძლიათ გამოტოვოთ თუ გსურთ რომ ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ რომელიც Xorg სერვერ 1.18 ვერსიაშია დამატებული.

ინსტრუქიის ბმული:

http://www.if-not-true-then-false.com/2015/fedora-nvidia-guide/

კომენტარის დატოვება