მარტი 29, 2017 | admin მრავალი საიტი არსებობს იმისათვის რომ გაიგო შენი IP მისამართი, თუმცა ამისთვის საჭიროა მთელი საიტის ჩატვირთვა, ზოგ საიტზე კი სპეციალურ ველში მითითება და შემდეგ შედეგის ჩვენება, რაც ხშირ შემთხვევაში ზედმეტი დროის ხარჯვაა. მეც გამოსავლის ძებნაში შევქმენი ვებგვერდი, რომელიც მხოლოდ თქვენს IP მისამართს მოგაწვდით. ამისათვის საკმარისია შეხვიდეთ მისამართზე: ip.soft.ge გარდა ამისა მოსახერხებელია ტერმინალიდან მიიღოთ მისამართი და არ გახსნათ ამისათვის ბრაუზერი და აკრიფოთ ბრძანება: curl ip.soft.ge Microsoft Windows ში curl-ის დაინსტალების ინსტრუქცია შეგიძიათ იხილოთ მისამართზე: http://www.oracle.com/webfolder/technetwork/tutorials/obe/cloud/objectstorage/restrict_rw_accs_cntainers_REST_API/files/installing_curl_command_line_tool_on_windows.html Share this:Click to share on Twitter (Opens in new window)Click to share on Facebook (Opens in new window)Click to share on Google+ (Opens in new window)Like this:Like Loading... Related