მაისში მაიკროსოფტმა დააანონსა Microsoft SQL Server-ის რელიზი სლოგანით “SQL სერვერს უყვარს ლინუქსი”,  რომელიც განკუთვნილია ლინუქს პლატფორმისათვის.

ზოგადად ამ მონაცემთა ბაზას და მაიკროსოფტის დეველოპერული გარემოს არ ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ რადგანაც ლინუქსის ვერსიაზეა საუბარი მეც დავაინსტალე და გავტესტე. ჩემდა გასაკვირად ამ სერვერის ოპტიმიზაციის  მხრივ სერიოზული  წინსვლა დავინახე. მაგალითისათვის PHP ზე დავწერე კოდი რომელიც PDO-ზე დაფუძნებულ კლასს გამოიყენებდა და ჯერ დაამატებდა მილიონ  ჩანაწერს ბაზაში და შემდეგ გამოიტანდა მათ. შედარებისათვის ავირჩიე PostgreSQL სერვერი, რადგანაც ეს უკანასკნელი დიდ მონაცემებთან სამუშაოდ ცნობილია თავისი უპირატესობებით სხვა დანარჩენ სერვერებთან შედარებით.

შედეგები კი ასეთია:


MicrosoftSQL
მონაცემთა დამატების დრო 1 000 000 სტრიქონისთვის:
დაწყება: 13:42:18     დამთავრება 13:48:29

ბაზიდან 1 000 000 სტრიქონის გამოტანის დრო:
დაწყება: 17:24:39     დამთავრება 17:24:41

PostgreSQL:
მონაცემთა დამატების დრო 1 000 000 სტრიქონისთვის:
დაწყება: 13:56:57     დამთავრება 16:35:33

ბაზიდან 1 000 000 სტრიქონის გამოტანის დრო:
დაწყება: 17:25:25     დამთავრება 17:25:26