ალბათ არაერთ დეველოპერს გაჩენია სურვილი რომ საკუთარი გიტ სერვისი ჰქონოდა, რადგან მიუხედავად იმისა რომ github არსებობს და საკმაოდ მძლავრი და მრავალფუნქციური სერვისია, აქვს ისეთი შეზღუდვები როგორიცაა მაგალითად თქვენს რეპოზიტორებთან მხოლოდ თქვენს მიერ მითითებულ მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა. არის ალტერნატივა gitlab, რომელიც საკმაოდ მძლავრი და მრავალფუნქციურია მაგრამ ამავდროულად მისი ინსტალაცია რთულია და რესურსებიც საკმაოდ მიაქვს. არსებობს უფრო მარტივი გამოსავალი რომელსაც გქვია gogs. მისი ინსტალირება შემოიფარგლება არქივის გადმოწერით გახსნით და gogs ფაილის გაშვებით.
./gogs web
ამ ბრძანებით გაეშვება სერვერი რის შემდეგ აკრიფავთ ბრაუზერში http://localhost:3000 და თქვენი ახალი გიტ სერვისი მზად არის. პირველად როდესაც შეხვალთ პროგრამაში მოგთხოვთ ინსტალაციას. შეავსებთ პარამეტებს, მიუთითებთ მონაცემთა ბაზის ტიპს და ინსტალაციაც დასრულდება.

საინსტალაციო პაკეტების გადმოწერა შესაძლებელია შემდეგი მისამართიდან
https://gogs.io/docs/installation/install_from_binary.html

gogs-screen-dbutils

კომენტარის დატოვება