Fedora 24 ვერსია უკვე რამდენიმე თვეა გამოვიდა, მეც Fedora-ს მე 3 ვერსიიდან მომხმარებელი არ ვუშვებ შანსს და ვაინსტალებ ახალ ვერსიას. როგორც კი dnf update გავაკეთე და გადავტვირთე კომპიუტერი ვხედავ იგივე კერნელით ჩაიტვირთა ხოლო ახალი კერნელი საერთოდ არ გამოჩნდა boot ფანჯარაში. ეს პრობლემა მოვაგვარე შემდეგნაირად.

ძველი კერნელით ჩავიტვირთე და ახალი კერნელი წავშალე

dnf remove kernel-..ახალი ვერსია

და შემდეგ ისევგანვაახლე სისტემა

dnf update.

ამის შემდეგ სისტემისთვის დავიწყე საოფისე და მულტიმედია პროგრამების ინსტალაცია ესეც ასეთუ ისე გაიარა და როცა სკაიპი დავაინსტალე გამოიტანა შეცდომა, დაახლოებით ამდაგვარი:


Error: Transaction check error:
file /usr/share/doc/glibc/NEWS from install of glibc-2.23.1-7.fc24.i686 conflicts with file from package glibc-2.23.1-10.fc24.x86_64

....

 

შემდეგ როდესაც დავძებნე ინტერნეტში მსგავსი პრობლემა ქონდათ სხვებსაც თუმცა რეალური პასუხი მაინც ვერ მივიღე მაგრამ ერთი რაც გავიგე ის იყო რომ dnf პაკეტების მენეჯერის პრობლემა იყო, ხოლო ეს შეცდომა კი იმის გამოა რომ რეალურად თითო პროგრამის პაკეტის რამდენიმე ვერსიაა დაინსტალებული, იმის მაგივრად რომ dnf update-ს განეახლებინა პაკეტები ძველი წაეშალა და ახალი დაემატებინა ძველიც დატოვა და ახალიც დაამატა.

გამოსავალი არის შემდეგი:

თუ ჯერ არ დაგიინსტალირებიათ Fedora მაშინ დაინსტალების შემდეგ პირველ რიგში ჯერ განაახლეთ dnf პაკეტების მენეჯერ ი ახალი ვერსიით

dnf update dnf 

ან

dnf install dnf

შემდეგ წესით და რიგით ყველაფერი ნორმალურად უნდა წავიდეს.

ან მეორე ვარიანტი თუ უკვე დაინსტალებულია Fedora და სისტემის განახლებაც გაკეთებულია შესაბამისად ამ პრობლემამდეა მისული საქმე უნდა გაუშვათ შემდეგი ბრძენებები:

dnf repoquery --duplicated

გამოიტანს დუბლირებული პაკეტების ჩამონათვალს.

dnf remove $(dnf repoquery --duplicated --latest-limit -1 -q)

წაშლის დუბლირებულ პაკეტებს

შემდეგ გადატვირთეთ სისტემა და იმუშავეთ.

ჩემს შემთხვევაში რამდენიმე კომპიუტერზე ვცადე პრობლემის მოგვარება ამ გზით, სადაც მსგავსი სიტუაცია იყო და გაამართლა. თუმცა ეს არ არის უბრალო სიტუაცია და  საჭირო ფაილები მაინც გადაიტანეთ სარეზერვო დისკებზე.