კომპანია Valve-მ განაცხადა,  ოპერაციული სისტემა SteamOS 2 (“brewmaster”)-ის ბეტა ტესტირების დასრულების შესახებ. ახალი რელიზი აღსანიშნავია Debian 8.1 პაკეტების ბაზაზე გაადსვლით (აქამდე გამოიყენებოდა Debian 7) და Linux 3.18 ბირთვის ამოქმედებით. საინსტალაციო iso-იმიჯი და სისტემის წინასწარ დაკონფიგურებული არქივის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ლინკზე (ზომა 1.4 გბ). SteamOS-სთვის მოდიფიცირებული Linux-ის ბირთვის კოდი გამოქვეყნებულია GitHub-ზე რეპოზიტორში .

 

წყარო: http://www.opennet.ru/

კომენტარის დატოვება