Twitter დღეს ყველაზე წარმატებული სოციალური პროექტია, განსაკუთრებით ბიზნესის და პოლიტიკის სფეროში. არის სიტუაცია როდესაც არ გვსურს ყოველთვის ბრაუზერის გახსნა ტვიტერში შესასვლელად და უბრალოდ გვირჩევნია როგორც სხვა კომპაქტური პროგრამები როგორიცაა მაგალითად სკაიპი, ისე შევძლოთ მუშაობა. გარდა ამისა რაც კიდევ უფრო მოსახერხებელია, Corebird-ის საშუალებით შეგიძლიათ სხვადასხვა მოხმარებლის სახელით შეხვიდეთ ისე რომ პროგრამა არ გამორთოთ, მხოლოდ აირჩევთ მომხმარებელს ჩამონათვალში და აღმოჩნდებით შესაბამისის მომხმარებლის გვერდზე.

პროგრამის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მისამართზე:
http://corebird.baedert.org/

უმეტეს შემთხვევაში ლინუქსის დისტრიბუტივებს ეს პროგრამა თავიანთ პაკეტების რეპოზიტორში აქვთ და არ გჭირდებათ ცალკე გადმოწერა, მხოლოდ სისტემური ბრძანებით დააინსტალირებთ. მაგალითად Fedora-21 ან უფრო ახალი ვერსიის შემთხვევაში:
dnf install corebird
ბრძანებით.