Fedora 25 ფინალური ვერსია

გამოვიდა ლინუქსისის დისტრიბუტივი Fedora-ს უახლესი 25 ვერსია .
ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან
http://archive.fedoraproject.org/pub/fedora/linux/releases/25/

აგრეთვე სხვადასხვა გრაფიკულ გარსზე შექმნილი (spin) დისტრიბუტივის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ბმულიდან Continue reading Fedora 25 ფინალური ვერსია

Bootstrap-ის დამატებით სტილები

Bootstrap არის უტილიტები რომელიც თავდაპირველად twitter.com-ის თვის შეიქმნა,  ხოლო შემდეგ ის ოპენსორსი გახდა MIT ლიცენზიით რასაც მისი დიდი პოპულარობა მოყვა და დღეს არ მეგულება ვებპროექტი რომელიც ამ ფრეიმვორკით არ სარგებლობდეს. გარდა ამისა მას სისტემურ აპლიკაციებშიც აქვს გამოყენება. თუმცა ამ ფრეიმვორკს ფერთა რაოდენობა აქვს შეზღუდულად რაც დიზაინის შექმნის დროს დისკომფორტს ქმნის. მათ შორის მეც არაერთხელ მქონია მსგავსი სიტუაცია როდესაც დიზაინს არ ეთავსებოდა მისი ღილაკების ფერები ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა პროგრამა რომელიც საშუალებას მომცემდა ამერჩია სტილი.  პროგრამა შემდეგ  საიტზე განვათავსე რომლითაც დეველოპერებს შეუძლიათ ისარგებლონ მისამართზე http://hiutils.org.

პროგრმა აქვს საშუალება აირჩიოთ ფონის და ტექსტის ფერი, კლასის სახელწოდება და დააგენერიროთ შესაბამისი სტილი, რაც შემდეგ შეგიძლიათ დააკოპიროთ ფორმატირებული და ოპტიმიზირებული ვარიანტით.

hiutilsorg

 

 

რა გსურთ, რომ ყველაზე მეტად იხილოთ minix-ში ?

ოპერაციული სისტემა ლინუქსის შემქმნელმა, ფინელმა სტუდენტმა ლინუს ტორვალდსმა 25 წლის წინ ელ-ფოსტით გააგზავნა მესიჯი, რომელმაც შეცვალა სამყარო!

linus-mail
Continue reading რა გსურთ, რომ ყველაზე მეტად იხილოთ minix-ში ?

მათთვის ვინც ღამით მუშაობს! თვალის დაზიანებისაგან დაცვის პროგრამები

redshift

მათ ვისაც გვიან ღამით უწევს მუშაობა,  ვერ ანთებს ოთახში სინათლეს, რომ არ შეაწუხოს ოჯახის წევრები, უწევთ ღამის ნათურის შუქით განათება რაც თავის მხრივ აძლიერებს ეკრანის სიკაშკაშეს და თვალები უფრო მეტად იტვირთება, რამაც შეიძლება დაზიანებაც გამოიწვიოს.
დღეს უკვე არსებობს მრავალი პროგრამა, განსაკუთრებით სმარტფონებზე. მაგალითად iphone-ს აქვს პოპულარული პროგრამა Night Shift.
დეკსტოპ კომპიუტერებზე ასეთი პროგრამები არც ისე მრავლდაა. მათგან პოპულარული პროგრამებია Redshift და f.lux.
ეს პროგრამები ძირითადად linux ოპერაციულ სისტემისთვის შეიქმნა თუმცა აქვს ვერსიები სხვა პლატფორმებისთვის (Windows, Mac).
ისინი არეგულირებენ ფერთა ტემპერატურას თქვენს ეკრანზე, თქვენი გარემოს გათვალისწინებით. პროგრამა შეიძლება დაგეხმაროთ, რომ თვალები ნაკლებად დაზარალდეს,  ღამით ეკრანიდან მომატებული სიკაშკაშისაგან.
Redshift და f.lux ორივე გაშვების დროს ნახულობს თქვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას და შემდეგ იმის მიხედვით არეგულირებს ფერს.
Redshift-ავტომატურად ახდენს ინიციალიზაციას და დამატებით გრაფიკული ინტერფეისის საშუალებით კონფიგურაციის საშუალება არ გააჩნია.
პროგრამის ოფიციალური ვებგვერდია http://jonls.dk/redshift/.

ლინუქსზე მისი ინსტალაცია შესაძლებელია პაკეტების მართვის პროგრამით

მაგ. Ubuntu ში შეგიძლიათ გაუშვათ ბრძანება

apt get install redshift-gtk

Redhat, CentOs და Fedora ზე შესაძლებელია დაინსტალდეს yum ან dnf პაკეტების მართვის პროგრამით
Redhat, CentOs-ზე ან Fedora-ს ძველ ვერსიებზე
yum install redshift-gtk
Fedoras ახალ ვერსიებზე:
dnf install redshift-gtk

აგრეთვე შესაძლებელია ისარგებლოთ გრაფიკული პროგრამების ინსტალატორით.

gnome-software

პროგრამის გაშვების შემდეგ ეკრანის პანელის მარჯვნივ კუთხეში გამოჩნდება ნათურის გამოსახულება

 

ამ ნათურაზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაკლიკებით გამოჩნდება პატარა დიალოგური ფანჯარა სადაც Info პუნქტის მონიშვნის დროს გაჩვენებთ სტატუსის,  გეოგრაფიული მდებარეობის , ფერთა ტემპერატურის და დღეღამის პერიოდის ინფორმაციის ამსახველ ფანჯარას.

მარცხენა ღილაკზე დაკლიკებით შეგიძლიად პროგრამის გამორთვა და ჩართვა
redshift-status-on ჩართული

redshift-status-off გამორთული

 

f.lux-ზე განსხვავებით Redshift-სგან შესაძლებელია გრაფიკული ინტერფეისის საშუალებით დაამტებითი კონფგურაცია

fluxgui

აგრეთვე გააჩნია ვერსიები (Windows Mac iPhone/iPad Android)-თვის

პროგრამის ვებგვერდი: https://justgetflux.com/

ორივე პროგრამა არის უფასო და ვრცელდება ღიაკოდის (opensource) ლიცენზიით.

როგორ გავუშვათ MySQL/MariaDB ბრძანებები ტერმინალიდან?

არის სიტუაციები როდესაც შეიძლება არ გვქონდეს გრაფიკული ინტერფეისის მქონდე პროგრამა, ისეთი როგორიც არის მაგალითად phpMyAdmin, Navicat, SQLyog და სხვა. ასეთ დროს შესაძლებელია პირდაპირ ბრძანებების ველით ვისარგებლოთ, მართალია არ არის ისეთი კომფორტული როგორც ჩამოთვლილი პროგრამები თუმცა ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება გაცილებით მეტი სამსახური გაგიწიოთ. იმისთვის რომ ბრძენება შესრულდეს საჭიროა გვქონდეს სერვერის პაროლი.
Windows-ში Run-დან გაუშვით cmd.exe ხოლო Linux ან Mac-ში შესაბამიდი ტერმინალის პროგრამა. აგრეთვე გაითვალისწინეთ Windows-ში Environment Variables-დან Path ველში დასამატებელია ცვლადი mysql-ის bin დირექტორიაზე, დამატება უნდა მოხდეს ჩანაწერის ბოლოში წერტილ მძიმის შემდეგ.

თუ ჩანაწერია:

C:\ProgramData\Oracle\Java\javapath;%SystemRoot%\system32;%SystemRoot%;%SystemRoot%\System32\Wbem;%SYSTEMROOT%\System32\WindowsPowerShell\v1.0\

ხოლო MySQL ის დირექტორია

C:\Program Files\MySQL\MySQL Server 5.7\bin\

MySQL ის დამატების შემდეგ იქნება

C:\ProgramData\Oracle\Java\javapath;%SystemRoot%\system32;%SystemRoot%;%SystemRoot%\System32\Wbem;%SYSTEMROOT%\System32\WindowsPowerShell\v1.0\; C:\Program Files\MySQL\MySQL Server 5.7\bin\

წინააღმდეგ შემთხვევაში დანარჩენი ცვლადები წაიშლება რამაც შეიძლება სისტემის ან ზოგიერთი სერვისის არაკორექტული მუშაობა გამოიწვიოს.

env-mysql-win

ტერმინალში ჩავწეროთ ბრძანება რომელიც მონაცემთა ბაზების ჩამონათვალს გვაჩვენებს ეკრანზე:

mysql -u root -p -e "show databases;"

დავაჭიროთ Enter ღილაკს (დანარჩენ სიტუაციებშიც ბრძანების გაშვება ავტომატურად გულისხმობს Enter ღილაკზე დაჭერას)

 


mysql -u root -p -e "show databases;"
Enter password:
+--------------------+
| Database           |
+--------------------+
| information_schema |
| mysql              |
| performance_schema |
| phpmyadmin4        |
| test              |
+--------------------+

 

ბრძანების იდენტიფიკატორების აღწერა:

mysql – ბრძანების ველში მიუთითებს რომ იწყება mysql სერვერთან თან დაკავშირება

-u ნიშნავს თუ რომელი მოხმარებლით ხდება დაკავშირება. ამ შემთხვევაში მომხმარებლის სახელია root

-p  პაროლის გამოძახება, თუ პაროლი აუცილებელია Enter ღილაკზე დაჭერის შემდეგ მოგთხოვთ პაროლის ჩაწერას

-e გაეშვას ბრძანება. ამ შემთხვევაში “show databases;” რაც ნიშნავს,  მაჩვენე ყველა მონაცემთა ბაზა სერვერზე.

ყოველი ბრძანება მოსდევს იდენტიფიკატორს. მაგალითად

-e "show databases;"

ნიშნავს: შესრულდეს ბრძანება “show databases;”

 

შევქმნათ ახალი მონაცემთა ბაზა სახელად test1 (თუ ამ სახელით უკვე არსებობს მონაცემთა ბაზა შეგიძლიათ test1 ის მაგივრად სხვა სახელი გამოიყენოთ):

mysql -u root -p -e "create database test1;"

მონაცემთა ბაზა test1 ში შევქმნათ ცხრილი სახელად users, სადაც დავამატებთ სამ ველს id, lastname, firstname

mysql -u root -p -e "use test1; create table users ( id int(10) not null auto_increment, lastname varchar (255), firstname varchar(255), primary key (id) ) engine InnoDb charset=utf8"

დავამატოთ მონაცემები ცხრილში users:

mysql -u root -p -e "use test1; insert into users (lastname, firstname) values ('lname1','fname1')"

გამოვიტანოთ დამატებული მონაცემები ეკრანზე:

mysql -u root -p -e "use test1; select * from users"

ეკრანზე გამოჩნდება დაახლოებით ასეთი გამოსახულება:


+----+----------+-----------+
| id | lastname | firstname |
+----+----------+-----------+
|  1 | lname1   | fname1    |
+----+----------+-----------+

რატომ ღია პროგრამული უზრუნველყოფა (OpenSource)?

ამ კითხვაზე ყველაზე მოკლე პასუხია: იმიტომ, რომ განავითარო პროგრამული უზრუნველყოფა და განვითარდე თავად.
დღეს მსოფლიო ბაზრის სერვერების მეტი წილი სწორედ ღია პროგრამულ უზრუნველყოფაზეა დაფუძნებული. სმარტფონები OpenSource-ლიცენზიაზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემა ანდროიდზე მუშაობს. ბევრმა არც იცის რომ ანდროიდი არის ლინუქსი, ხოლო ლინუქსი ღია პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიით განვითარებული პროდუქტი რომელიც ზემოდ ხსენებულ სერვერებს მართავს. ამ ლიცენზიის მქონე პროდუქციის ჩამოთვლა გაცდება თემის ძირითად შინაარსს და ცნობილ რამდენიმე პროდუქტს ჩამოვთვლი რომლითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ კომპიუტერთან ან სმარტფონთან ურთიერთობის დროს:

  • Mozilla Firefox
  • Chromium (რომელიც Google Chromes-ს ძრავს წარმოადგენს)
  • VLC Media PLayer
  • Android

ხშირად იმართება დისკუსიები და კამათი იმის თაობაზე თუ რომელი უნდა იყოს განვითარებული, ღია პროგრამული უზრუნველფოფა თუ პროპრიეტარული (საკუთრებაში) მყოფი პროგრამული უზრუნველყოფა რომლის კოდიც არ არის ხელმისაწვდომი გარდა მისი მფლობელებისა და კონკრეტული პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის.
ჩემი პასუხია რომ ეს ორივე აუცილებელია და რატომ?:
თუ გადავხედავთ ტექნოლოგიის ისტორიას ღია პროგრამული უზრუნველყოფის გარკვეული ნაწილი სწორედ პროპრიეტარულ პროგრამული უზრუნველყოფის გაგრძელებაა. მაგალითად ავიღოთ Mozilla Firefox, მისი წინამორბედი 90-იან წლებში  გახლდათ Netscape, რომელიც როგორც კომერციული და საკუთრებაში მყოფი საკმაოდ წარმატებული პროდუქტი იყო. 1997-წელს, ერიკ რეიმონდის გამოცემა “The Cathedral and the Bazaar”, Netscape-სთვის მნიშვნელოვანი მოტივატორი გახდა, რათა 1998-ში მიეღო გადაწყვეტილება მისი ღია პროგრამულ უზრუნველყოფად გარდასაქმნელად.
პროგრამირებაში თითქმის არ არსებობს წარმატებული ვებ პროექტი რომელიც ajax-ტექნოლოგიას არ იყენებდეს. ამ ტექნოლოგიის წინამორბედი გახლდათ პროპრიეტარული პროგრამული უზრუნველყოფა Microsoft Internet Explorer რომლისთვისაც კომპანია Microsoft-მა Iframe ტექნოლოგია შეიმუშავა რომ ვებგვერდის გადატვირთვის გარეშე ჩატვირთულიყო დამატებითი ინფორმაცია გვერდზე, შემდეგ ის Mozilla Firefox-ის ბაზაზე დაიხვეწა და უკვე ajax-ის საწყისი ფორმა მიიღო. Google-მა კი gmail-ში მისი უფრო მეტად დახვეწა მოახდინა რის შედეგადაც ეს ტექნოლოგია ბრაუზერის კონკრეტულ სახეობაზე ნაკლებად იყო დამოკიდებული.
არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ პროდუქტების საწყისი ვარიანტისთვის გარკვეული სამუშაოები ჩატარდა და ხარჯები იქნა გაწეული. ხოლო ღია პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი ვარიანტის დაფინანსების წყარო ხშირ შემთხვევაში თავად ავტორია რომელიც საკუთარ შემოსავალს ხარჯავს, რომ ეს პროდუქტი განვითარდეს და შემდეგ დაინტერესების შემთხვევაში ჩაერთოს სპონსორი ორგანიზაციები. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ასეთი წამოწყების პროექტები არ არის ძლიერი. მაგალითისათვის NginX სერვერი რომლის ძრავის შექმნა ერთ პროგრამისტს ყაზახეთის მოქალაქე იგორ სისოევს უკავშირდება და დღეს ამ სერვერს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უკავია, და ისეთი ცნობილი სერვერი როგორიცაა apache ჩრდილში მოაქცია. ვებკონტენტის მართვის ძრავების Joomla, WordPress შექმნა აგრეთვე კონკრეტულ პიროვნებებს უკავშირდება. თავად პროპრიეტარული პროგრამული უზრუნველყოფის მქონე ორგანიზაციებიც როგორიცაა Microsoft, Oracle ღია პროგრამულ უზრუნველყოფაზე არიან დამოკიდებული.
საქართველოში ეს სფერო საკმაოდ ჩამორჩება დანარჩენ მსოფლიოს, რისი მიზეზიც ჩემის აზრით არაინფორმირებულობაა, როგორც ბიზნესმენების ისე სახელმწიფოსი. საჭიროა ინფორმაციის ისეთი ფორმით მიწოდება, რომ მოტივაცია გაუჩნდეთ ამ სფეროს ინვესტირების.
შარშან პოსტი დავდე რამდენიმე ქართულ ფორუმზე სადაც გასაგებად აღვწერე ამ სფეროს მნიშვნელობა, როგორც სახელმწიფოსათვის ისე კერძო სეკთორისათვის.

ავტორი: კახაბერ კაშმაძე

digiKam 5.0.0 ფოტო რედაქტორი

გამოვიდა ფოტო რედაქტორ digiKam-ის ახალი 5.0.0 ვერსია რომელშიც გასწორებულია შეცდომები და შესულია ცვლილებები.

სრულად შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: https://www.digikam.org/node/755

 

 

 

Pitivi 0.96 – ვიდეო რედაქტორი

გარდა ჩველუებრივ გასუფთავების და შეცდომების გასწორების, ამ ვერსიაში შეტანილია ფუნდამენტური შესაძლებლობა რომელიც ბევრად აუმჯობესებს რედაქტირებას. ახლა თქვენ შეგიძლიათ არედაქტიროთ და აჩვენოთ ვიდეო პროექტი ვიდეო ფაილი ფაცილებით აკურატულად,  პროქსი ფაილების საშუალებით.

https://pitivi.wordpress.com/2016/06/30/pitivi-0-96-cogito-ergo-proxy/