phpPgAdmin და PHP7

PostgreSQL მონაცემთა ბაზებით სარგებლობს მრავალი დეველოპერი, ხოლო PostgreSQL-თან სამუშაოდ  phpPgAdmin-ითაც  სარგებლობს. phpPgAdmin-ის ახალ 5.1 ვერსიაში აღმოვაჩინე რომ ის არ არის თავსებადი PHP7 ვერსიასთან, რის გამოც ვერ აკეთებს მონაცემთა ბაზის ექსპორტს. საიტზეც არაფერი ეწერა ამ პრობლემის შესახებ და ვერსიაც იგივე 5.1 დამხვდა. ან უნდა გადავსულიყავი php5 ვერსიაზე ან უნდა შემეცვალა კოდი ისე რომ ის თავსებადი ყოფილიყო php7 ვერსიასთან. ასეც მოვიქეცი სადაც არათავსებადი კოდი ვნახე განვაახლე და შესაბამისობაში მოვიყვანე php7 თან. რადგანაც ეს შეიძლება ჩემს გარდა კიდევ არაერთ ადამიანს დასჭირდეს, ჩამოსატვირთი ბმულიც დავდე და შეგიძლიათ ისარგებლოთ. მოცემული პაკეტი არათავსებადია php 4 და უფრო ძველ ვერსიებთან, ხოლო php5 და უფრო ახალ ვერსიაბთან მუშაობს.

ჩამოსატვირთი ბმული >>

Download phpPgAdmin 5.1 compatible with PHP7 >>

 

Microsoft SQL Server ლინუქსში

მაისში მაიკროსოფტმა დააანონსა Microsoft SQL Server-ის რელიზი სლოგანით “SQL სერვერს უყვარს ლინუქსი”,  რომელიც განკუთვნილია ლინუქს პლატფორმისათვის.

ზოგადად ამ მონაცემთა ბაზას და მაიკროსოფტის დეველოპერული გარემოს არ ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ რადგანაც ლინუქსის ვერსიაზეა საუბარი მეც დავაინსტალე და გავტესტე. ჩემდა გასაკვირად ამ სერვერის ოპტიმიზაციის  მხრივ სერიოზული  წინსვლა დავინახე. მაგალითისათვის PHP ზე დავწერე კოდი რომელიც PDO-ზე დაფუძნებულ კლასს გამოიყენებდა და ჯერ დაამატებდა მილიონ  ჩანაწერს ბაზაში და შემდეგ გამოიტანდა მათ. შედარებისათვის ავირჩიე PostgreSQL სერვერი, რადგანაც ეს უკანასკნელი დიდ მონაცემებთან სამუშაოდ ცნობილია თავისი უპირატესობებით სხვა დანარჩენ სერვერებთან შედარებით.

შედეგები კი ასეთია:


MicrosoftSQL
მონაცემთა დამატების დრო 1 000 000 სტრიქონისთვის:
დაწყება: 13:42:18     დამთავრება 13:48:29

ბაზიდან 1 000 000 სტრიქონის გამოტანის დრო:
დაწყება: 17:24:39     დამთავრება 17:24:41

PostgreSQL:
მონაცემთა დამატების დრო 1 000 000 სტრიქონისთვის:
დაწყება: 13:56:57     დამთავრება 16:35:33

ბაზიდან 1 000 000 სტრიქონის გამოტანის დრო:
დაწყება: 17:25:25     დამთავრება 17:25:26