ტექსტის კოდირების კონვერტორი

http://convert.soft.ge/
text-convertor-only

კონვერტორი საშუალებას გაძლევთ ტექსტის ლათინური (მაგ. AcadNusx) შრიფტში შეტანილი ტექსტი გარდაქმნათ თანამედროვე უნიკოდ UTF-8 (მაგ. Sylfaen) შრიფტად და პირიქით უნიკოდი გარდაქმნათ ლათინურ კოდირებაში. Continue reading ტექსტის კოდირების კონვერტორი

Nvidia 358.16 Linux-ის დრაივერი

Fedora 23 ვერსიის დაინსტალირების შემდეგ, Nvidia ვიდეოკარტის მქონე მომხმარებლები დრაივერის არათავსებადობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდენ, რადგანაც Fedora 23-ს ახალი 1.18 ვერსიის Xorg სერვერი მოყვება. ამის გამო Nouveau დრაივერზე მუშაობა უწევდათ, რაც არაკომფორტულია განსაკუთრებით თუ 3D აქსელერაციასთან გვაქვს საქმე. 16 ნოემბერს გამოვიდა Nvidia დრაივერის 358.16 ვერსია, რომელშიც გასწორებულია მრავალი შეცდომა და სხვა გაუმჯობესებებთან ერთად აქვს ახალი Xorg სერვერის მხარდაჭერა.

დრაივერის გადმოწერა შესაძლებელია Nvidia-ს საიტიდან, ხოლო ინსტრუქცია Fedora 23/22/21 ვერსიებისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე, მხოლოდ გაითვალისწინეთ რომ ინსტრუქცია ჯერ კიდევ დრაივერის გამოსვლამდეა გამოქვეყნებული და აღწერილია თუ როგორ ჩამოიყვანოთ Xorg სერვერის ვერსია დაბალ ვერსიაზე, რომ თავსებადი გახდეს ძველი ვერსიის ნვიდიას დრაივერებთან. ახალი დრაივერის დაინსტალების შემთხვევაში ეს პუნქტები არ დაგჭირდებათ და შეგიძლიათ გამოტოვოთ თუ გსურთ რომ ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ რომელიც Xorg სერვერ 1.18 ვერსიაშია დამატებული.

ინსტრუქიის ბმული:

http://www.if-not-true-then-false.com/2015/fedora-nvidia-guide/

ძირითადად რომელი ოპერაციული სისტემით სარგებლობთ?

ოპერაციული სისტემები

იხილეთ შედეგები

Loading ... Loading ...

NetBeans IDE 8.1

გამოვიდა პროგრამირების გარემო NetBeans 8.1 ვერსია. ამ ვერსიაში გაუმჯობესებულია:

Node.js Application Development
HTML5/JavaScript
Java
Java EE
PHP
C/C++
Profiler Redesign & Improvements

გადმოსაწერად ისარგებლეთ ბმულით https://netbeans.org/downloads/

netbeans-8.1

Fedora 23 ფინალური ვერსია

გამოვიდა ლინუქსისის დისტრიბუტივი Fedora-ს უახლესი 23 ვერსია .
ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან
http://archive.fedoraproject.org/pub/fedora/linux/releases/23/

აგრეთვე სხვადასხვა გრაფიკულ გარსზე შექმნილი (spin) დისტრიბუტივის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ბმულიდან
https://spins.fedoraproject.org/

Continue reading Fedora 23 ფინალური ვერსია

BeeBEEP (დაცული Lan მესინჯერი)

BeeBEEP გახლავთ open source, peer to peer, lan მესინჯერი რომელიც შექმნა Marco Mastroddi-მა. BeeBEEP-ის საშუალებით შეგიძლიათ ისაუბროთ და გაცვალოთ ფაილები ლოკალურ ქსელში მყოფ მომხმარებლებთან მაგალითად ოფისში, სახლში, ინტერნეტ კაფეში. თქვენ არ გჭირდებათ სერვერი, უბრალოდ გადმოტვირთეთ, გახსენით არქივი და გაუშვით. მარტივი, სწრაფი და დაცული.

ძირითადი ფუნქციები:

  • უფასო: BeeBEEP გახლავთ უფასო და ასევე დარჩება.
  • სხვადასხვა OS: რელიზები პლატფორმისათვის Windows, MacOSX, Linux, OS/2 და eComStation.
  • მოხმარებისათვის მარტივი: BeeBEEP მუშაობს სერვერის გარეშე. ჩამოტვირთე, განაარქივე და გაუშვი.
  • დაცული: შიფრაცია დაფუძნებულია Rijndael ალგორითმზე (AES).
  • მომენტალური მესინჯერი: ესაუბრეთ მომხმარებლებს რომლებიც დაკავშირებულია ქსელში, შესაძლებელია ჯგუფებში და ცალკეულ მომხმარებლებთან ჩეთი.
  • ჯგუფები: შექმენი შენთვის სასურველი ჯგუფები მომხმარებელთა მიხედვით.
  • P2P: გააგზავნეთ ან გააზიარეთ თქვენი ფაილები ან ფოლდერები (drag and drop ტექნოლოგიითაც).
  • ოფლაინ მესიჯები: ოფლაინში გაგზავნილ მესიჯებს მომხმარებლები იხილავენ როდესაც ისინი იქნებიან ონლაინში.
  • მესიჯების ისტორია: შესაძლებელია მესიჯების შენახვა .

ლინუქსზე გასაშვებად საჭიროა დაინსტალებული იყოს qt5-qtmultimedia ბიბლიოთეკა.

ვებგვერდი: http://beebeep.sourceforge.net/

უახლესი ვერსიის გადმოსაწერათ მიყევით ბმულს: http://sourceforge.net/projects/beebeep/files/latest/download

ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენები

1. Java
2. Python
3. C
4. C++
5. C#
6. Objective-C
7. Ruby
8. JavaScript
9. PHP
10. SQL
11. PERL
12. Swift

იხილეთ სრულად ინგლისურ ენაზე: http://www.unixmen.com/top-programming-languages/