დენის რიჩი

Dennis Ritchie I'm Programmer

დენის რიჩი  მე ვარ პროგრამისტი
დენის მაკალისტარ რიჩი (Dennis MacAlistair Ritchie) გახლდათ ამერიკელი პროგრამისტი, რომელმაც “დაეხმარა ციფრული ერის ფორმირებას”.  მან შექმნა C პროგრამირების ენა თავის დიდი ხნის  კოლეგა კენ ტომპსონთან ერთად (Ken Thompson), Unix ოპერაციულ სისტემაზე. რიჩმა და ტომპსონმა მიიღეს ტურინგის პრემია ACM-სგან 1983-ში, ჰემინგის მედალი IEEE-სგან 1990-ში და ნაციონალური მედალი ტექნოლოგიების სფეროში პრეზიდენტ ბილ კლინტონისაგან 1999-ში. რიჩი ხელმძღვანელობდა Lucent Technologies სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის კვლევის დეპარტამენტს, საიდანაც იგი გავიდა პენსიაზე 2007 წელს.

ბიარნ სტრუსტრუპი

Bjarne Stroustrup

ბიარნ სტრუსტრუპი არის დანიელი პროგრამისტი, ცნობილი როგორც შემქმნელი და განმავითარებელი ფართოდ გამოყენებადი C++ პროგრამირების ენის. ის არის გამორჩეული მკვლევარი პროფესორი და ფლობს კომპიუტერული მეცნიერების საინჟინრო კათედრის კოლეჯს ტეხასის A&M უნივერსიტეტში, გახლავთ მოწვეული პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტში და მუშაობს მორგან სტენლიში.

 

ჯეიმზ გოსლინგი

James-Gosling I'm Programmer

ჯეიმზ-გოსლინგი მე ვარ პროგრამისტი
ჯეიმზ არტურ გოსლინგი არის კანადელი პროგრამისტი, მეტად ცნობილი როგორც Java პროგრამირების ენის მამა. ჯეიმზმა აგრეთვე წვლილი შეიტანა სხვადასხვა მნიშვნელოვან პროგრამულ სისტემებში, როგორიცაა  NeWS და Gosling Emacs. მისი ექსტრაორდინალური მიღწევების გამო, გოსლინგი არჩეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ინჟინერიის აკადემიის გარე ასოცირებულ წევრად.

ლინუს ტორვალდსი

Linus-Torvalds i'm programmer

ლინუს ტორვალდსი მე ვარ პროგრამისტი
ლინუს ბენედიქტ ტორვალდსი არის ფინელ ამერიკელი პროგრამისტი, რომელიც გახლდათ მთავარი მიზეზი ლინუქსის განვითარებაში.  მოგვიანებით ის გახდა ლინუქსის ბირთვის მთავარი არქიტექტორი, ხოლო ამჟამად იგი გვევლინება როგორც პროექტის კოორდინატორი. მან აგრეთვე შექმნა ვერსიების კონტროლის სისტემა Git და მანვე შექმნა ჟურნალიზაციის პგორამა Subsurface. იგი Shinya Yamanaka-სთან და 2012 Millennium Technology-სთან ერთად ფინეთის ტექნოლოგიების აკადემიის მიერ აღიარებულ იქნა როგორც კომპიუტერული სფეროს განვითარებაში ფართოდ გამოყენებადი Linux ბირთვისათვის  ახალი ღია პროგრამული უზრუნველყოფით ოპერაციული სისტემის შექმნელი.

ანდერს ჰეილსბერგი

Anders-Hejlsberg I'm Programmer

ანდერს ჰეილსბერგი მე ვარ პროგრამისტი
ანდერს ჰეილსბერგი არის გამოჩენილი დანიელი პროგრამისტი, რომელმაც შეიმუშავა არაერთი პოპულარული და კომერციული წარმატებული პროგრამირების ენა და განვითარების ხელსაწყო. ის გახლავთ პოპულარული პროგრამირების ენის С#-ის შემქნელი. იგი გახლდათ Turbo Pascal-ის ავტორი და Delphi-ს მთავარი პროგრამისტი. ის ამჟამად მუშაობს Microsoft-ში როგორც C#-ის წამყვანი პროგრამისტი და TypeScript-ის ძირეული შემმუშავებელი.

ტიმ ბერნეს-ლი

Tim-Berners-Lee I'm Programmer

ტიმ ბერნეს-ლი მე ვარ პროგრამისტი
სერ ტიმოთი ჯონი “Tim” ბერნეს-ლი აგრეთვე ცნობილი როგორც “TimBL”, არის ბრიტანელი პროგრამისტი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია როგორც მსოფლიო საერთაშორისო ქსელის (World Wide Web) გამომგონებელი. მან წარმოადგინა ინფორმაციული სისტემების მართვის წინადადება 1989 წლის მარტში და მანვე დანერგა იგი როგორც წარმატებული კომუნიკაცია Hypertext Transfer Protocol (HTTP) კლიენსა და სერვერს შორის ინტერნეტის საშუალებით. ბერნეს-ლი გახლავთ მსოფლიო საერთაშორისო ქსელის კონსორციუმის (W3C) დირექტორი, რომელიც თვალყურს ადევნებს ვების განვითარების გაგრძელებას.

ბრაიან კერნიგან

 Brian-Kernighan I'm Programmer

ბრაიან კერნიგან მე ვარ პროგრამისტი
ბრაიან უილსონ კერნიგან არის კანადელი პროგრამისტი რომელიც მუშაობდა Bell Labs-ში Unix-ის შემქნელებთან კენ ტომპსონ და დენის რიჩთან ერთად და წვლილი შეიტანა Unix-ის განვითარებაში. იგი აგრეთვე გახლავთ თანაავტორი AWK და AMPL პროგრამირების ენებისა. კერნიგანის სახელი ფართოდ გახდა ცნობილი მას შემდეგ რაც მან თანაავტორობა გაუწია დენის რიჩს C პროგრამირების ენის პირველი წიგნის გამოშვებაში.

კენ ტომპსონი

კენ ტომპსონი ჩვეულებრივ ცნობილი როგორც კენი ჰაკერულ წრეებში, გახლავთ ამერიკელი პროგრამისტი პიონერი. Bell Labs-ში გატარებული კარიერის დიდი ნაწილის მანძილზე, ტომპსონმა დააპროექტა და დანერგა საწყისი Unix ოპერაციული სისტემა. მან აგრეთვე გამოიგონა B პროგრამირების ენა, რომელიც იყო პირდაპირი წინამორბედი C პროგრამირების ენის. იგი გახლდათ ერთერთი შემქნელი ოპერაციული სისტემისა Plan 9. 2006 წლიდან ტომპსონი მუშაობს Google-ში, სადაც იგი თანაშემქნელია Go პროგრამირების ენის.

გვიდო ვან როსუმ

Guido-van-Rossum I'm Programmer

გვიდო ვან როსუმ მე ვარ პროგრამისტი
გვიდო ვან როსუმ არის ჰოლანდიელი პროგრამისტი რომელიც უფრო მეტად ცნობილია როგორც ავტორი Python პროგრამირების ენის. Python-ის საზოგადოებაში ვან როსუმი ცნობილია როგორც “კეთილმოსურნე დიქტატორი სიცოცხლისათვის” – “Benevolent Dictator For Life” (BDFL), იმ აზრით რომ იგი აგრძელებს თვალყურის დევნებას Python-ის განვითარებაზე და საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს. იგი გუგლში (Google) მუშაობდა 2005 წლიდან 2012 წლის 7 დეკემბრამდე. სადაც მან თავის დროის ნახევარი დაუთმო Python-ს ენის განვითარებას. 2013 წლის იანვარში, ვან როსუმმა მუშაობა დაიწყო Dropbox-ში.

დონალდ კნუთი

Donald-Kuth I'm Programmer

დონალდ კნუთი მე ვარ პროგრამისტი
დონალდ კნუთი არის ამერიკელი პროგრამისტი, მათემატიკოსი და საპატიო პროფესორი სტენფორდის უნივერსიტეტში. ის გახლავთ ავტორი მრავალტომიანი წიგნისა “პროგრამირების ხელოვნება”. კნუთს უწოდეს ალგორითმების ანალიზის “მამა”. მან ხელი შეუწყო ალგორითმების გამოთვლითი სირთულის მკაცრი ანალიზის განვითარებას და სისტემატიზებული ფორმალური მათემატიკური მეთოდების გამოყენებას. ამ პროცესში მან აგრეთვე პოპულარული გახადა ასიმპტოტიკური ნოტაცია. კნუთი არის TeX კომპიუტერული ტიპოგრაფიული სისტემის შემქნელი,  იგი დაკავშირებულია METAFONT შრიფტის განსაზღვრის ენასთან და რენდერინგის სისტემებთან და თანამედროვე კომპიუტერული ოჯახის შრიფტებთან.
წყარო: http://www.improgrammer.net/top-10-greatest-programmers-in-the-world-of-all-time/