OpenSource (ღია კოდი)-პროგრამული უზრუნველყოფა არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება თავისუფლად გამოიყენოთ, შეცვალოთ და გააზიაროთ (შეცვლილი ან უცვლელი სახით). ღია პროგრამულ უზრუნველყოფაზე მრავალი ადამიანი მუშაობს და გავრცელება ხდება ლიცენზიებით, რომელიც შეესაბამება OpenSource-განმარტებას.

ეს მოკლედ რაც შეიძლებოდა ციტირება მომხდეინა ინგლისური ვერსიიდან, სრულად შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე http://www.opensource.org.

ამ ლიცენზიით შექმნილი პროდუქტის საუკეთესო მაგალითია ოპერაციული სისტემა ლინუქსი. ის მსოფლიოს ბაზარზე სერვერების მეტ წილს მოიცავს და სხვა ოპერაციულ სისტემებისგან განსხვავებით  მისი მრავალი უპირატესობის გამო დღითიდღე კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია გადადის მასზე. ამ წარმატების ძირითადი მიზეზები კი სწორედ opensource-ზე მისი შექმნა და განვითარებაა. ოპენსორსი მარტივ ენაზე რომ ვთქვათ ნებას რთავს ნებისმიერ ადამიანს ამ ლიცენზიაზე დაფუძნებულ პროგრამული უზრუნველყოფით ისარგებლოს, შეიტანოს ცვლილებები პროგრამულ კოდში და შემდეგ ამ ცვლილებით შეუძლია თვითონ ისარგებლოს და პროგრამულ უზრუნველყოფის ორგანიზაციასაც შესთავაზოს ამ ცვლილებების ახალ ვერსიაში განხორციელება. ამ ლიცენზიით შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა არის თავისუფლად ხელმისაწვდომი  ნებისმიერი მსურველისთვის.

OpenSource-ს გააჩნია სხვადასხვა ტიპის ლიცენზიები ზოგი მკაცრად მოითხოვს გაზიარებული კოდი იგივე ლიცენზიით იქნას სხვებზეც გაზიარებული და ასეთივე ლიცენზიის იყოს პროგრამა რომელშიც ეს კოდი იქნება გამოყენეული, ზოგი ლიცენზია უფლებას აძლევს მომხმარებელს დახურულ კოდით პროგრამებში ჩართონ და შემდეგ ეს პროგრამა კომერციულ მიზნებში გამოიყენოთ ისე, რომ მომხმარებელს თავიანთ დამატებულ კოდში არ მისცეთ ცვლილებების შეტანის უფლება.

OpenSource ლიცენზიების მცირე ჩამონათვალი:
GPL
LGPL
MIT
BSD

ოპერაციული სისტემა ლინუქსი არის GPL ლიცენზიაზე დაფუძნებული და შესაბამისად შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი მასში გამოყენებული ამ ლიცენზიის მქონდე კოდი რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ საშუალება იცოდეთ წარმოადგენს თუ არა საფრთხეს ან გაანალიზოთ კოდის სუსტი და ძლიერი მხარეები (რაც opensource-ს საწინააღმდეგო დახურული კოდზე დფუძნებულ პროგრამებში აკრძალულია).

OpenSource შესაძლებელია იყოს როგორც უფასო ასევე ფასიანი პროგრამა. ღია კოდი ვითარდება თავისუფალი განვითარების პრინციპით ხშირად ამ სიტყვის მნიშვნელობა ესმით როგორც ერთმნიშვნელოვნად უფასო პროგრამული უზრუნველყოფა რაც არ არის სწორი.

 

ეხლა რაც შეეხება მის კომერციულ მხარეს. კითხვა ჩნდება ალბათ ხშირ შემთხვევაში თუკი უფასოდ ვრცელდება და უფლება აქვს ნებისმიერ  მომხმარებელს ისარგებლოს ამ პროგრამით მაშინ რაღაში ჭირდებათ თანხის გადახდა?

პასუხია: მხარდაჭერაში (Support-ში), იქნება ეს უფასო თუ კომერციული ლიცენზიით შეძენილი პროგრამულ უზრუნველყოფა, მას პერიოდულად ჭირდება განახლებები, ან ორგანიზაციის მხრიდან გარკვეული მოდულების დამატება ან კონფიგურაცია და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში opensource პროგრამის მიმწოდებელი იწყებს თანამშრომლობას მომხმარებელთან და თანხმდებიან მხარდაჭერის სხვადასხვა ვარიანტებზე.

მრავალი წამყვანი საფონდო ბირჟა სწორედ ასეთ სერვერებს და პროგრამებს იყენებს თავიანთი საქმიანობისათვის. შესაბამისად ისინი უხდიან ორგანიზაციებს თანხას, რომ სერვერებს ჰქონდეს მხარდაჭერა და პროგრამის მიმწოდებელ ორგანიზაციებს შესაბამისად საშუალება ეძლევათ გარდა მოხალისედ ჩართული დეველოპერებისა დასაქმებული ჰყავდეთ პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტინგის სპეციალისტები და სხვა საჭირო კადრები გარკვეული თანხის გადახდის საფასურად.

მოკლედ რომ ვთქვათ მსოფლიოს მარკეტინგის დიდი ნაწილი სწორედ ასეთი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ბევრ სარგებელს ნახულობს შემოსავლების, უსაფრთხოების და წარმადობის კუთხით.

შესაბამისად ამ ქვეყნებში opensource პროექტებს დიდ ყურადღებას აქცევენ და თანხებს დებენ მათ ფონდებში, რომ შემდეგ ეს პროგრამები განახლებული და გაუმჯობესებული სახით დაბრუნდეს მომხმარებელთან.

მაგალითისათვის გერმანიის ქალაქ მიუნხენის საბიუჯეტო ორგანიზაციები  ლინუქსზე გადავიდნენ. დაზოგეს 18,000,000 ევრო.
აგრეთვე გაცილებით ადრე ბრაზილიის საბიუჯეტო ორგანიზაციები და ბანკები opensource ტექნოლოგიებზე გადავიდნენ.
მიზეზი რატომაც არ ვითარდება ჩვენთან ეს სფერო არაერთია ამიტომ ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ ერთერთი მთავარი მაინც არაინფორმირებულობაა.