11 ივლისს გამოვიდა ლინუქსის ერთერთი პოპულარული დისტრიბუტივის Feodora-ს ახალი 26 ვერსია.
Fedora ლინუქსი არის სერვერებისათვის ერთერთი ყველაზე მძლავრი ლინუქსის Redhat-ის საპილოტე ვარიანტი. მიუხედავად ამისა Fedora არის სტაბილური ლინუქსი და ის არც თუ ცოტა სერვერზეა გაშვებული. Fedora-ს ახალი რელიზი გამოდის წელიწადში ორჯერ და ის ძირითადად შეიცავს პროგრამების უახლეს ვერსიებს, რაც მას მომხიბვლელს და პოპულარულს ხდის.

ახალ 26 ვერსიაში შესული მნიშვნელოვანი სიახლეებია:

  • ძირითადი გრაფიკული სამუშაო გარემო GNOME 3.24.2 რომელიც დაკავშირებულია Fedora-ს ღამის განათების სისტემასთან რაც აადვილებს დაბალ შუქზე ან სიბნელეში ეკრანთან მუშაობას.

 

  • Linux Kernel 4.11.8
  • GCC 7
  • DNF 2.5
  • Python 3.6
  • Golang 1.8
  • Ruby 2.4
  • Boost 1.63
  • OpenSSL 1.1.0
  • SSSD სწრაფი კეშირება ავტომატურად არის ჩართული

ავტორისგან – ფედორა 26 დაინსტალირების შემდეგ ლეპტოპზე სისტემა გაცილებით სწრაფად იტვირთება ვიდრე 25 ვერსია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ან საინსტალაციო ფაილების ჩამოსატვირთად მიმართედ ვებგვერდს:

https://getfedora.org/